ტემპერამენტიანი, თავნება და "ფეთქებადი" მსახიობი გამოწვევების პირისპირ

ტემპერამენტიანი, თავნება და "ფეთქებადი" მსახიობი გამოწვევების პირისპირ

"ტემპერამენტიანი, თავნება და "ფეთქებადია". ის ერთგული მეგობარი, მაგრამ სახიფათო მეტოქეა, ძალზე ცვალებადი ხასიათით გამოირჩევა. ასევე ცნობისმოყვარეა. ზოგი მიიჩნევს, რომ ყველაფერში ცხვირის ჩაყოფა უყვარს. შეუძლია იყოს გულუხვი, მაცდური, სასტიკი - გააჩნია მიზანს და სიტუაციას, რომელიც იმ წუთში აქვს დასახული. სასიყვარულო "ფრონტზე" განვითარებული მოვლენების შესაბამისად, ის ან მზესავით ანათებს, ან დარდისგან კვდება", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მაიმუნის წელში დაბადებულ კირჩხიბს, ეს კი მსახიობ ანდრია გველესიანის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგიით დიდად არ ვინტერესდები, მაგრამ მეგობარმა პირადი რუკა გამიკეთა და ჩემი ნიშნის დახასიათებიდან ზოგიერთი დეტალი ჩემს ხასიათს ემთხვევა.

- "ცვალებადი ხასიათით გამოირჩევა".

- არ ვიცი, რამდენად ცვალებადი ხასიათი მაქვს, მაგრამ დაკვირვებული ვარ. ჩემთვის ორ სასურველ ნივთს შორის არჩევანი ერთზე თუ უნდა გავაკეთო, ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღება მიჭირს - ამას "ვირის სინდრომს" ეძახიან.

- "ყველაზე რთულ პრობლემებსაც კი იოლად უმკლავდება, ჭკვიანი და მოხერხებულია".

- წინააღმდეგობები, პრობლემები არ მთრგუნავს. სირთულეების გადალახვა პიროვნულად მზრდის. 23 წლის გახლავართ, მაგრამ ჰგონიათ, რომ ბევრად მეტის ვარ.

- "ზოგჯერ გაუბედაობითა და ყოყმანით გამოირჩევა".

- გაუბედაობასთან დაკავშირებით, საკუთარ თავზე ბევრი ვიმუშავე. ვფიქრობ, რომ დღეს არც გაბედულება მაკლია და თავდაჯე­რებულობაც მაქვს. თავდაჯერებულობის გარეშე არაფერი გამოვა, წინ ვერ წაიწევ, წარმატებული ვერ გახდები. მე მჯერა საკუთარი თავის.

- "ტემპერამენტიანი, თავნება და "ფეთქებადია".

- როგორი სიზუსტით აქვთ აღწე­რილი. მე მუდმივად ვმუშაობ საკუთარ თავზე. "ფეთქებადი" ხასიათი არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო. სხვათა შორის, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" საკუთარ თავზე მუშაობის შედეგს ვგრძნობ. მონაწილეები მეუბნებიან, რომ უკონფლიქტო ვარ, ბევრისთვის ჩემ­თან ურთიერთობა კომფორტულია. ასეთი სიტყვების მოსმენა მიხარია. კონფლიქტს ყოველთვის ვერიდებოდი, მაგრამ წარსულში იყო შემთხვევები, როცა ემოციებს ვერ ვთოკავდი.

- თავნება რამდენად ხარ?

- ჩემი აზრით, დიდად თავნება არ ვარ, მაგრამ ახლობლებს რომ ჰკითხო, მათ შეიძლება, ეს ნაწილობრივ დაადასტურონ და ისიც თქვან, ცოტათი ეგოისტიც არისო.

- წყენის გულში ჩადება გჩვევია?

- არა. წყენა შეიძლება, 5 წუთში აღარ მახსოვდეს, გულში არ ვიტოვებ. ლავირების უნარიც მაქვს.

- "ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანია. ზოგი თვლის, რომ ყველაფერში ცხვირის ჩაყოფა უყვარს". ... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება