თბილისში გადაღებული ფოტოები რობი უილიამსის "ტვიტერიდან"

თბილისში გადაღებული ფოტოები რობი უილიამსის "ტვიტერიდან"

მომღერალი რობი უილიამსი დღეს "დინამო არენაზე" კონცერტს გამართავს. ბრიტანელი შემსრულებელი ორი დღეა თბილისშია. გუშინ საღამოს მან დინამოს სტადიონზე გენერალური რეპეტიცია გამართა.

"ერთი სული მაქვს, მივიღო თქვენი სიყვარული. ამას ძალიან ველოდები. გთხოვთ, იყავით კეთილგანწყობილი ჩემს მიმართ, მე თქვენი სიყვარული მჭირდება. მე ვიცი კარგი პუბლიკის ფასი", - განაცხადა რობი უილიამსმა 2 დღის წინ თბილისის აეროპორტში ჩამოსვლისას.

ორი დღის მანძილზე მსოფლიო ვარსკვლავმა რამდენიმე ახალი ფოტო განათავსა ტვიტერის პირად გვერდზე, რომელიც თბილისშია გადაღებული. 2 ფოტო მომღერლის სასტუმროს ნომრიდანაა, კიდევ ორ ფოტოზე კი დინამოზე კონცერტამდე მიმდინარე სამუშაოები და უილიამსის გასახდელი ოთახია ასახული.

რობი უილიამსი თბილისს პროექტ "Check in Georgia"-ს ფარგლებში სტუმრობს. კონცერტთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და ავტოტრანსპორტის უსაფრთხოდ მოძრაობის მიზნით, 27 მაისს, 15:00 საათიდან, ავტომანქანით გადაადგილება თბილისის რამდენიმე ქუჩაზე აიკრძალება.

Robbie Williams to hold concert in Tbilisi today

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება