5 ივნისს, თბილისის საკონცერტო დარბაზში საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კონცერტს ალექსანდრე კორსანტია გამართავს

5 ივნისს, თბილისის საკონცერტო დარბაზში საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კონცერტს ალექსანდრე კორსანტია გამართავს

5 ივნისს, თბილისის საკონცერტო დარბაზში საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კონცერტს გამართავს მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი - ალექსანდრე კორსანტია. სადირიჟორო პულტთან - ნიკოლოზ რაჭველი. კონცერტში მონაწილეობს სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით.

შესრულდება სერგეი პროკოფიევის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის N3, ალექსი მაჭავარიანის სიუიტა ბალეტიდან„ოტელო“ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს და ქართველ კომპოზიტორთა საგუნდო ნაწარმოებები.

პროექტის წარმდგენები: საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და აკაკი რამიშვილის ფონდი „ტრადიცია და ინოვაცია“. პარტნიორი - ხელოვანთა კავშირი conceptart. კონცერტი გაიმართება XI საერთაშორისო ფესტივალის „აღდგომიდან ამაღლებამდე“ ფარგლებში, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ალექსანდრე კორსანტია.

R

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება