რობი უილიამსის კონცერტი მსმენელთან ერთად შესრულებული სიმღერით და სრული ანშლაგით დასრულდა (PHOTO+VIDEO)

რობი უილიამსის კონცერტი მსმენელთან ერთად შესრულებული სიმღერით და სრული ანშლაგით დასრულდა (PHOTO+VIDEO)

მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი მომღერლის რობი უილიამსის კონცერტი "დინამო არენაზე" სრული ანშლაგით დასრულდა.

მუსიკოსი მსმენელის წინაშე გრანდიოზული შოუთი წარსდგა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე მომღერლის ათასობით თაყვანისმცემელი მივიდა. უილიამსმა ყველასათვის ცნობილი ჰიტები შეასრულა. მოულოდნელობა იყო ქართველი მსმენელისთვის სცენაზე მომღერლის მამის გამოჩენა. რომელთანაც უილიამსმა ერთი სიმღერა შეასრულა.

ასევე განსაკუთრებულად სამახსოვრო იქნება ეს კონცერტი ერთი ქართველი გოგოსთვის, რომელიც უილიამსმა სცენაზე აიყვანა.

კონცერტის დასასრულს კი ბრიტანელმა მომღერალმა სუფლიორი მსმენელისკენ შემოაბრუნა და ქართველ თაყვანისმცემლებთან ერთად  პოპულარული ჰიტი my way  შეასრულა. ნახეთ ფოტოგალერ

„სთეიჯ დიზაინ გრუპის“ წარმომადგენლები შოუსთვის სცენას რამდენიმე დღის განმავლობაში აწყობდნენ. მსოფლიო ვარსკვლავის კონცერტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართა.

აქვე ნახავთ: რასაც ყველგან ვერ ნახავთ - რობი უილიამსმა ქართველი მსმენელისთვის მამასთან ერთად იმღერა

პირველი კადრები რობი უილიამსის კონცერტიდან

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება