ჯონი დეპი 22 წლით უმცროს ცოლზე ძალადობდა? - რა ფოტოები წარადგინა სასამართლოში ემბერ ჰერდმა

ჯონი დეპი 22 წლით უმცროს ცოლზე ძალადობდა? - რა ფოტოები წარადგინა სასამართლოში ემბერ ჰერდმა

ჰოლივუდის სექსსიმბოლო ჯონი დეპი ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ ოჯახურ სკანდალში ეხვევა. მისმა უკანასკნელმა მეუღლემ - ემბერ ჰერდმა სასამართლოში შეიტანა საჩივარი, რომლის თანახმადაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ის ქმრის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო. 30 წლის ლამაზმანმა ამის დამადასტურებლად რამდენიმე ფოტოც წარუდგინა მართლმსაჯულებას.

ერთ-ერთ ფოტოზე ასახულია ჩარჩოში ჩასმული ოჯახური ფოტო, რომელიც, როგორც ემბერ ჰერდი ირწმუნება ჯონიმ 21 მაისს დაამსხვრია, მას შემდეგ რაც სასმლისა და ნარკოტიკული საშუალების მიღების შემდეგ მეუღლესთან ჩხუბი დაიწყო. კიდევ ორ ფოტოზე ასახულია ჭიქის ნამსხვრევები და წითელი ღვინის კვალი ხალიჩაზე.

კიდევ ერთ მტკიცებულებას წარმოადგენს დალურჯებები 30 წლის მსახიობის სახეზე, რომელიც ემბერ ჰერდის თქმით, "მოსიყვარულე" მეუღლემ მიაყენა. მისივე მტკიცებით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, დეპისგან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას სამჯერ ჰქონდა ადგილი.

ჯონი დეპს სასამართლომ ყოფილ მეუღლესთან 100 მეტრის მანძილზე მიახლოება აუკრძალა. შემაკავებელი ორდერი სასამართლომ ემბერ ჰერდის შესაბამისი საჩივრის საფუძველზე გასცა. ცნობილი ხდება ისიც, რომ ემბერ ჰერდმა უკვე შეიტანა სასამართლოში მოთხოვნა განქორწინებაზე.

ჯონი დეპი 22 წლით უმცროს ემბერ ჰერდს 2012 წელს "რომის დღიურების" გადასაღებ მოედანზე შეხვდა. ახალგაზრდა, მომხიბვლელმა მსახიობმა და მოდელმა 50 წლის სექსსიმბოლოს თავი და ოჯახი დააკარგვინა - დეპმა ვანესა პარადისთან მრავალწლიანი ურთიერთობა დაასრულა და 2015 წელს იქორწინა ემბერ ჰერდზე.

სასამართლომ დაადგინა, რომ ჯონი დეპი ყოფილ ცოლზე ძალადობდა - მსახიობმა გამოცემასთან, რომელმაც მას "ცოლის მცემელი" უწოდა, დავა წააგო

8 თვის ფეხმძიმე ქეთა თოფურია ახალ კლიპში - მომღერალი გადასაღები მოედნიდან კადრებს აქვეყნებს

56 წლის მონიკა ბელუჩის თამამი ფოტოსესია და ვნებიანი კოცნა - "მას ჟიგოლო სჭირდება“