დაბრუნება 16 წლის შემდეგ - ცნობილი მსახიობი მაქსიმ ავერინი თბილისშია

დაბრუნება 16 წლის შემდეგ - ცნობილი მსახიობი მაქსიმ ავერინი თბილისშია

თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი მაქსიმ ავერინი თბილისში ჩამოვიდა. მსახიობი საქართველოს საქველმოქმედო აქციის "შენ, მე, ჩვენ – ერთად სიცოცხლისთვის" ფარგლებში ეწვია. ის რუსთაველის თეატრის სცენაზე სპექტაკლით "ყველაფერი სიყვარულით იწყება" წარდგება.

ღონისძიება საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებითა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდება. ორგანიზატორების ინფორმაციით, საღამოდან შემოსული თანხა შეჭირვებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება.

როგორც მაქსიმ ავერინიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ის საქართველოში ბოლოს 16 წლის წინ იმყოფებოდა. "ძალიან ბედნიერი ვარ აქ სტუმრობით. არ შემიძლია აქ ყოფნით გამოწვეული ბედნიერების დაფარვა", - აღნიშნა მსახიობმა.

მაქსიმ ავერინის ინფორმაციით, ის საქველმოქმედო სპექტაკლში მიიღებს მონაწილეობას. როგორც მან განაცხადა, ეს არის ის საქმე, რაც ხელოვანმა უნდა აკეთოს.

"არ მიყვარს იმის ხმამაღლა თქმა, რომ ქველმოქმედებას ვეწევი. უბრალოდ, ჩემს საქმეს ვაკეთებ. ვფიქრობ, თეატრი, მუსიკა, ხელოვნება ადამიანებს უნდა ეხმარებოდეს. ვფიქრობ, თუ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ამ ღონისძიებით ადამიანების ცხოვრება გავაუმჯობესოთ, ეს ბედნიერებაა", - განაცხადა მაქსიმ ავერინიმ.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება