პროექტ "სამოსელი პირველის" ორგანიზატორი "საუკუნის საუნჯე" განცხადებას ავრცელებს

პროექტ "სამოსელი პირველის" ორგანიზატორი "საუკუნის საუნჯე" განცხადებას ავრცელებს

პროექტ "სამოსელი პირველის" ორგანიზატორის, "საუკუნის საუნჯის" განცხადებით, სპექტაკლის პრემიერა ერთი დღით გადაიდო.

პროექტის ორგანიზატორების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, იმის გამო, რომ პროექტი სპეციფიკურია და შესაბამისი ტექნიკა ესაჭიროება, "საუკუნის საუნჯემ" იქირავა სპეციალური აპარატურა. სამუშაო პროცესში, გენერალური რეპეტიციის დროს, გამოიკვეთა ტექნიკური ხარვეზი, რომლის აღმოფხვრაც, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მცირე დროში ვერ მოხერხდა.

პროექტ "სამოსელი პირველის" ორგანიზატორი, "საუკუნის საუნჯე", ბოდიშს უხდის მაყურებელს იმის გამო, რომ პრემიერა ერთი დღის დაგვიანებით გაიმართება. ორივე სპექტაკლზე გაყიდული ბილეთები ძალაშია. 31 მაისის ბილეთების მფლობელები პრემიერის ნახვას შეძლებენ 2 ივნისს. რაც შეეხება 1 ივნისის პრემიერას, ამ თარიღს და ბილეთებს ცვლილებები არ ეხება" - ნათქვამია განცხადებაში.

მუსიკალურ-ქორეოგრაფიული დრამა "სამოსელი პირველი", გურამ დოჩანაშვილის რომანის მიხედვითაა დადგმული. კომპოზიტორი ზაზა მარჯანიშვილი, რეჟისორი ლაშა ონიანი, დირიჟორი დავით კინწურაშვილი, მხატვრები ლევან სალუქვაძე და გელა იორდანიშვილი, კოსტიუმების მხატვარი ანა კალატოზიშვილი, ქორეოგრაფი ლალი კანდელაკი არიან.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება