"რომ გადმოვედით, ეს სახლი ბოსელს ჰგავდა..." - როგორ აქციეს "ბოსელი" კომფორტულ ბინად მაღლაკელიძეებმა

"რომ გადმოვედით, ეს სახლი ბოსელს ჰგავდა..." - როგორ აქციეს "ბოსელი" კომფორტულ ბინად მაღლაკელიძეებმა

ყველაზე მხიარულმა, პოზიტიურმა, ენერგიულმა მომღერალმა და გიტარისტმა ხვიჩა მაღლაკელიძემ უმასპინძლა "შინს". სახლშიც ისეთივე პოზიტიური აურაა შექმნილი, როგორც მისი ბინადრები არიან.

- ეს სახლი 2001 წელს ვიყიდეთ. რომ გადმოვედით, დაახლოებით საქათმესა და ბოსელს შორის სიტუაცია იყო. წინა მაცხოვრებლებს ღრმა კვალი დაეტოვებინათ და მისი დეზინფექციისთვის რამდენიმე ტონა ერევნის ხსნარი დაგვჭირდა. თავდაპირველად გავაკეთეთ კოსმეტიკური რემონტი, რადგან ძირფესვიანი რემონტის გაკეთების "ერთი ადგილი" არ მქონდა. გავაკეთე მსუბუქი რემონტი, რომელმაც 6 წელი გაძლო. მერე უკვე ქალბატონმა ჩახვაძემ (ხვიჩას მეუღლე - ავტ.) ითავა რემონტის საკითხი.

ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, ჩემმა მეუღლემ არ იცის და თქვენგან გაიგებს, აბსოლუტურად ყველა საქმე გამომდის, მაგრამ არ ვამხელ, რადგან დაიწყება დაუსრულებელი მოთხოვნები - ონკანი გამოცვალე, სანათები დააყენე, პლინტუსი მიაჭედე და ა.შ. ჩავილაგე ჯიბეებში ხელები და ვუთხარი, კედლების შეღებვა არ ვიცი, ლურსმნის დაჭედება არ გამოდის, შპალერს ვერ გავაკრავ. დედა, მოვისვენე, არავინ არ მაწუხებს! სამაგიეროდ ჩემს ცოლს ჰქონია რემონტის გაკეთების ძალიან კარგი ნიჭი... როცა რემონტი დაიწყო, დავკარი ფეხი და გასტროლებზე გავემგზავრე ისრაელში. დავუტოვე ფული და ვუთხარი, რაც გინდა, ის გააკეთე, მხოლოდ მეტრა მეტრაზე კუთხე დამახვედრე, რომ დავიძინო-თქო... წაიკითხეთ გაგრძელება და დაათვალიერეთ ფოტოები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება