ნიკო ფიროსმანის და ლადო გუდიაშვილის ნამუშევრებს ხვალ "სოტბის" აუქციონზე გაიტანენ

ნიკო ფიროსმანის და ლადო გუდიაშვილის ნამუშევრებს ხვალ "სოტბის" აუქციონზე გაიტანენ

ქართველი მხატვრების - ნიკო ფიროსმანის და ლადო გუდიაშვილის ნამუშევრებს 7 ივნისს ლონდონის "სოტბის" სააუქციონო სახლი რუსული ხელოვნების ნიმუშების სექციაში გაყიდის.

"სოტბის" სააუქციონო სახლის ვებგვერდის ინფორმაციით, ლადო გუდიაშვილის ფიროსმანის პორტრეტის - "ჩვენი ნიკო" საწყისი ფასი 4 ათასი ფუნტია, ფიროსმანის "შველი წყლის პირას" საწყისი ფასი კი 150 000 ფუნტიდან იწყება.

2015 წლის ივნისში, ლონდონში, კრისტის აუქციონზე ნიკო ფიროსმანის "არსენალის მთა" ასევე რუსული მხატვრობის სექციაში იყო განთავსებული. ნახატი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 1 486 100 დოლარად შეიძინა.

ფიროსმანის ნამუშევრის რუსულ სექციაში განთავსებასთან დაკავშირებით, გასულ წელს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ ეროვნული მუზეუმი მუშაობდა საკითხზე და თუ აუქციონზე ქართული სექცია არ შეიქმნებოდა, ევროპის სექციიდან მომხდარიყო ქართველი ავტორების ნამუშევრების გატანა. მიმდინარე წელს აუქციონზე ფიროსმანისა და გუდიაშვილის ტილოები კვლავ რუსულ სექციაშია, თუმცა ორივე მხატვარს ფრჩხილებში მითითებული აქვს - ქართველი.

Georgian painters' artworks to be presented at Sotheby’s auction

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება