რატომ დააკავეს ჯანო იზორია აფთიაქთან

რატომ დააკავეს ჯანო იზორია აფთიაქთან

გაგიკვირდებათ, მაგრამ ხანდახან ეს ადამიანიც იღლება და ამაში თავად გამოგვიტყდა. ახლა თავს კვლავ ენერგიულად გრძნობს. იმედოვნებს, რომ ძალ-ღონე არ უმტყუნებს, ახალ-ახალი ცეკვების სწავლას შეძლებს და კვლავ ლამაზ სანახაობას შემოგვთავაზებს... მსახიობ ჯანო იზორიას "პირველი ამბების" გახსენება ვთხოვე.

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" შენ მიერ შესრულებული პირველი ცეკვა გაიხსენე...

- არ მახსოვს, კარი როგორ გაიღო, ჩემი სახელი როგორ გამოაცხადეს. სადღაც "დავფრინავდი", თითქოს ნარკოზი მქონდა გაკეთებული. ნახევარი ცეკვა ისე შევასრულე, აზრზე ვერ მოვედი...

- როგორი რეაქცია გქონდა, როცა გოჩა ჩერტკოევი ეკრანზე პირველად დაინახე?

- ჩემს ბავშვობაში, ადამიანს გახეხილი ჯინსი რომ ჩაეცვა, შესაძლოა, ამის გამო ვინმესთან კონფლიქტი მოსვლოდა. პირადად მე, გარეგნობის გამო, ადამიანის დაკნინება არ მჩვევია, ასეთი საქციელისგან ღმერთმა დამიფაროს! ვისაც როგორ უნდა, ისე მოიქცეს. ჩემთვის მთავარი პიროვნული თვისებებია. თავისთავად, გოჩას ისეთი იმიჯი ჰქონდა, რომ ვთქვი: ვა, ეს ჭრელი კაცი ვინ არის-მეთქი?! თავისი არაორდინარული ჩაცმულობით ყურადღებას იქცევდა. მერე გაირკვა, რომ მოცეკვავე, მსოფლიო ჩემპიონი გახლავთ. "იუთუბზე" მოვძებნე... გოჩა თავისი საქმის პროფესიონალი და ძალიან შრომისმოყვარეა. საერთოდ, მომწონს ადამიანები, ვინც თავისი საქმის სიყვარულით, შრომით წარმატებას აღწევენ. მერე, როგორც უნდათ, ისე ჩაიცვან და იცხოვრონ - ეს მათი ნებაა. ღმერთმა დამიფაროს, ვინმეს ცხოვრებაში ჩავერიო.

- პროტესტის პირველი გრძნობა...

- როდესაც ვხედავ, რომ ადამიანს დასცინიან, პროტესტის გრძნობა მიჩნდება. რა თქმა უნდა, დასაცინად საქმე არ უნდა გაიხადო, მაგრამ როცა ასეთ რამეს ვხედავ, გული მტკივა. კრიტიკა სხვა რამეა, დაცინვა და ლანძღვა კი - სხვა. უსამართლობას, ადამიანების ჩაგვრას ვერ ვიტან და ყოველთვის პროტესტის გრძნობა მიჩნდება. როცა მაგალითად, ტელევიზიებში ადამიანების დაცინვას შოუსთვის იყენებენ, ეს ჩემთვის გაუგებარია. ვიღაცისკენ თითის გაშვერა და მასზე გადაბჟირება არასწორ საქციელად მიმაჩნია... პროტესტის გრძნობა პირველად როდის გამიჩნდა, არ ვიცი, მაგრამ არც ისე დიდი ხნის წინანდელ ამბავს გავიხსენებ: მეტროთი ვმგზავრობდი. ცოტათი ნასვამი, ჩანთებით დატვირთული კაცი შემოვიდა. მშრომელი ადამიანის შეხედულება ჰქონდა. არავის არაფერს უშავებდა, თავჩაქინდრული იყო, თავისთვის... რადგან ნასვამი გახლდათ, ყველა გაეცალა. მე პირიქით, ახლოს მივედი. ცოტა არ იყოს, გული მეტკინა და პროტესტის გრძნობა გამიჩნდა, - რატომ გაეცალნენ?..

- პირველი სიმთვრალე...

- დაბადების დღეზე "მამლაყინწობის" ასაკში დავთვერი. მერე მეგობრები "ბინგოში" წავედით. ცოტათი ნასვამი რომ ვიყავი, მინდოდა, ქუჩაშიც გავსულიყავით. მახსოვს, გაზონზე, ყვავილებში გავითიშე და ქალაქში დარგული ყვავილები გავთელე. მერე მეგობრებმა ტაქსიში ჩამსვეს. ავტომობილში კიდევ რაღაც დამემართა (იცინის)... სახლში მისულს თავბრუ მეხვეოდა და ეს შეგრძნება ძალიან არ მომეწონა. მეგონა, ავად ვიყავი, მოვკვდებოდი და ჩემი ცხოვრება დასრულდებოდა, მაგრამ დღემდე ცოცხალი ვარ (იცინის)!

- დედაქალაქში პირველი ვიზიტი...

- მოგეხსენებათ, 90-იანი წლები ძალიან რთული იყო. საქართველოში თაობები ისე იზრდებოდნენ, რომ ერთი ქალაქიდან მეორეში ვერ მიდიოდნენ. წლები გარბოდა... 36 წლის გახლავართ და ის დრო კარგად მახსოვს. მაშინ კრივზე დავდიოდი. შეჯიბრებაზე თბილისში მატარებლით წამომიყვანეს. აქაურობა ძალიან მომეწონა. შეჯიბრება ვერის პარკში გაიმართა. ... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება