სოფო ნიჟარაძეს ფილარმონიაში უცნობმა მამაკაცმა მუშტი დაარტყა

 სოფო ნიჟარაძეს ფილარმონიაში უცნობმა მამაკაცმა მუშტი დაარტყა

სკანდალურად დასრულდა "X-ფაქტორის" მორიგი ლაივ-შოუ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში. როგორც funtime.ge წერს, კონცერტის დასრულების შემდეგ "X-ფაქტორის" ერთ-ერთ მენტორს სოფო ნიჟარაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სცენაზე უცნობი მამაკაცი აიჭრა და მომღერალს სახეში მუშტი დაარტყა. მამაკაცი ფილარმონიის დაცვამ სცენიდან გაიყვანა, თუმცა არსებული ინფორმაციით, მან გაქცევა მოახერხა.

ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა. დაუზუსტებელი ინფორმაცით, მომღერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით, დამნაშავეს მომღერალთან კონფლიქტი სხვა დროსაც ჰქონია.

ფილარმონიაში მომხდარი ინციდენტი Funtime-ის ობიექტივმა დააფიქსირა. იხილეთ მეტი ფოტო აქ

წაიკითხეთ: "სოფოს თავზე ედო ხელი, ტიროდა და ამბობდა ცუდად ვარო..." - გიორგი გაბუნია ფილარმონიაში მომხდარ ინციდენტზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება