მერილ სტრიპმა დონალდ ტრამპი განასახიერა

მერილ სტრიპმა დონალდ ტრამპი განასახიერა

ამერიკული კინოს ცოცხალმა ლეგენდამ, ოსკაროსანმა მერილ სტრიპმა სახე ფორთოხლისფრად შეიღება და "მსუქანი კოსტიუმი" ჩაიცვა რათა დონალდ ტრამპს დამსგავსებოდა. სამი "ოსკარის" მფლობელმა მსახიობმა რესპუბლიკური სარეზიდენტო კანდიდატის ნომინირების გალა საღამოზე კოულ პორტერის სიმღერა შეასრულა.

66 წლის სტრიპს გარდა მაკიაჟის, ვარცხნილობის და კოსტიუმისა, პიჯაკიც და ჰალსტუხიც ზუსტად ისეთი ეცვა, როგორიც დონალდ ტრამპს აცვია ხოლმე. სტრიპი ღიად ეწინააღმდეგება დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევას და ამ ფაქტის დემონსტრირებას მისი პაროდიით შეეცადა, რამაც მის ფილმოგრაფიაში ცნობილი პოლიტიკოსების ნათამაშებ როლებს კიდევ ერთი პერსონაჟი შემატა.

მომზადებულია nydailynews.com-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება