როდის მიდის რისკზე ნინა სუბლატი - "დაშვებულ შეცდომებს არასდროს განვიცდი"

როდის მიდის რისკზე ნინა სუბლატი - "დაშვებულ შეცდომებს არასდროს განვიცდი"

მომღერალი ნინა სუბლატი "X ფაქტორის" ჟიურის წევრია. მას 18 წლამდე გოგონების კატეგორია აბარია და მათთან ბევრს მუშაობს. შოუში დაძაბულობა თანდათან მატულობს. რა თვისება მოსწონს ნინას საკუთარ ხასიათში ყველაზე მეტად, როდის ჯიუტდება, ვის ეპრანჭება და რა შემთხვევაში მიდის რისკზე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...იანვრის თოვლიანი დღე.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ბალერინა.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...საქმის სიყვარულსა და შრომას.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ვინატრებდი, ყველაფერი ისეთივე მრავალფეროვანი და საინტერესო ყოფილიყოს, როგორიც დღესაა.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...შემიძლია ბედნიერების დანახვა და დაფასება.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ნეიტრალურობის შენარჩუნება შემიძლია.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...რამდენიმე ასეთი თვისება მაქვს.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...არასდროს განვიცდი.

- დათმობა შემიძლია, თუ...

- ...საჭიროდ ვთვლი.

- თავს ვერ ვიკავებ და ვტირი, როცა...

- ...ეს იშვიათად ხდება.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ვცდილობ, გეგმები ისე დავ­სახო, ილუზია არ შევიქმნა.

- ვიბნევი, როცა...

- ...ვიღაცისთვის ცუდი რამის თქმა მინდა და თავს ვიკავებ.

- ვჯიუტდები, როცა...

- ...ვიცი, რომ მართალი ვარ.

- თავისუფლება არის...

- ...ის, რაც სამყაროსთან გაერთიანებს.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...რომელიმე უცხო პლანეტაზე.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ფაქტობრივად, ვერაფერს.

- მეზარება...

- ...ისეთი საქმის კეთება, რაც სიამოვნებას არ მანიჭებს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...რისი სწავლაც არ დამიწყია.

- ჩემზე ამბობენ...

- ...წარმოდგენა არ მაქვს, რას ამბობენ. წაიკითხეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება