„მაქვს რესურსი, რომ სიშიშვლით კი არა, სხვა რაღაცებით გავხდე პოპულარული“ - პოლიტიკოსობაზე მეოცნებე "სექსსიმბოლო"

„მაქვს რესურსი, რომ სიშიშვლით კი არა, სხვა რაღაცებით გავხდე პოპულარული“ - პოლიტიკოსობაზე მეოცნებე "სექსსიმბოლო"

წარმოშობით უკრაინელი, 18 წლის დიანა ოვანოვა უკვე 2 წელია, საქართველოში ცხოვრობს. როგორც ამბობს, ის ერთი უბრალო ფოტოსესიით გახდა პოპულარული და მას მერე "სექსსიმბოლოს" ეძახიან... თავს ქართველი ლამაზმანების კონკურენტად არ მიიჩნევს და ამბობს, რომ სხვების მსგავსად, ტანისამოსის გახდითა და ეროტიკულ ფილმებში მონაწილეობით არ აპირებს პოპულარობის შენარჩუნებას. მომავალში პოლიტიკაშიც სურს სცადოს ბედი.

- სტუდენტი ვარ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე ვსწავლობ და თან, თბილისის საკრებულოში ვმუშაობ. პარალელურად, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ვარ.

- ვინ არიან შენი მშობლები?

- დედა პროფესიით ფილოლოგია, მამა ბიზნესმენი და ასევე, საზოგადო მოღვაწე უკრაინაში. მყავს 13 წლის ძმა.

- ქართველი საზოგადოების ყურადღების ცენტრში სწრაფად აღმოჩნდი. ეს როგორ მოახერხე?

- საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვედრა გეგმაში ნამდვილად არ მქონდა. არასდროს მიოცნებია პოპულარობაზე. უბრალოდ, ეს ყველაფერი სამოყვარულო დონეზე გადაღებულ ფოტოსესიას მოჰყვა.

- სამოდელო სფეროში არასდროს ყოფილხარ?

- ვფიქრობ, რომ მოდელობისთვის საჭირო მონაცემები არც მაქვს. თუმცა, იმისთვის, რომ ფოტოსესია მოიწყო, სულაც არ არის აუცილებელი მოდელისთვის საჭირო პარამეტრები. ძალიან მინდოდა, პროფესიონალის მიერ გადაღებული ფოტოები მქონოდა, მაგრამ საზოგადოებამ ეს სხვანაირად გაიგო და ათასგვარი სიბინძურე ითქვა და დაიწერა. მე არ ვარ შტერი გოგო და საზოგადოებაც მალე მიხვდება, რომ ბევრი კარგი რამის გაკეთება შემიძლია. მაქვს საიმისო რესურსი, რომ სიშიშვლით კი არა, სხვა რაღაცებით გავხდე პოპულარული და აქტუალური.

- შენი წარმომავლობის შესახებ მომიყევი...

- ნახევრად ოსი ვარ, ნახევრად ქართველი. დედა ოსია, ხოლო ორივე ბებია - დედის და მამის მხრიდანაც, გვარად კანდელაკები არიან. თინა კანდელაკი ჩემი ნათესავია. უკრაინაში დავიბადე და გავიზარდე, სკოლაც იქ დავამთავრე. მერე ქართულმა სისხლმა თავისი ქნა და საქართველოში ცხოვრება გადავწყვიტე, სწავლაც აქ გავაგრძელე.  განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება