რას წერს უცხოური მედია სოფი ლორენის თბილისში დაგეგმილ სტუმრობაზე

რას წერს უცხოური მედია სოფი ლორენის თბილისში დაგეგმილ სტუმრობაზე

უცხოური მედია მსოფლიო კინოვარსკვლავის სოფი ლორენის თბილისში დაგეგმილი სტუმრობის შესახებ წერს. სოფი ლორენი 15 ივნისს ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ "ნატვრის ხის" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება.

როგორც იტალიური გამოცემა Aise წერს, ნინო სურგულაძის ფონდ "ნატვრის ხის" მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო საღამო იქნება მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის ბრწყინვალე საღამო, სიყვარულისა და სოლიდარობისათვის.

"საღამოს სტუმარი იტალიელი კინოვარსკვლავი, სახელგანთქმული მსახიობი და იტალიური სილამაზის ჭეშმარიტის სიმბოლო სოფი ლორენი გახლავთ, რომელიც სწორედ რომ "სიყვარულისათვის" ჩამოდის, რათა მხარი დაუჭიროს დაავადებულ ბავშვებს, რომელსაც ნინო სურგულაძის ფონდი "ნატვრის ხე" ეხმარება", - წერს გამოცემა.

თბილისში დაგეგმილ მსოფლიო პრემიერას, სოფი ლორენს, კარლო პონტის და ნინო სურგულაძეს კიდევ ერთმა იტალიურმა გამოცემა CHI-მ ვრცელი სტატია მიუძღვნა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ვარსკვლავები სხვადასხვა სფეროდან თბილისში ქველმოქმედებისთვის ერთიანებიდან.

15 ივნისს, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მსოფლიო პრემიერა გაიმართება. საქველმოქმედო სპექტაკლს საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში მსოფლიოში აღიარებული რეჟისორი მარკო განდინი დადგამს, ქორეოგრაფიის ავტორი კი ლა სკალაში მოღვაწე ჯანლუკა სკიავორია. პროექტის ავტორები არიან ნინო სურგულაძე და კარლო პონტი, რომელიც სპექტაკლს უდირიჟორებს.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოში პირველად ორი ნაწარმოები შესრულდება, ბალეტი და მონო ოპერა, ფრანცისკ პულენკის და ნინო როტას უნიკალური მუსიკა, რომელშიც მთავარ პარტიებს ნინო ანანიაშვილი და ნინო სურგულაძე შეასრულებენ. 15 ივნისის საქველმოქმედო საღამოდან შემოსულ თანხას ფონდი "ნატვრის ხე" ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას მოახმარს. ღონისძიების მუდმივი პარტნიორია კომპანია "სოკარი".

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება