რა ეცვათ რუს ვარსკვლავებს "Муз ТВ"-ს წითელ ხალიჩაზე - ქეთა თოფურიას კაბა ერთ-ერთ ყველაზე უგემოვნოდ დაასახელეს

რა ეცვათ რუს ვარსკვლავებს "Муз ТВ"-ს წითელ ხალიჩაზე - ქეთა თოფურიას კაბა ერთ-ერთ ყველაზე უგემოვნოდ დაასახელეს

10 ივნისს მოსკოვში პრემია "Муз ТВ 2016"-ის ცერემონია გაიმართა. რუსული ესტრადის ვარსკვლავებმა ცერემონიის დაწყებამდე ტრადიციისამებრ წითელ ხალიჩაზე მოიყარეს თავი, რომელიც როგორც წესი პაპარაცებისთვის ყველაზე საინტერესო სამუშაო ადგილია.

spletnik.ru-მ წითელი ხალიჩიდან ყველაზე უგემოვნო კაბები და კოსტიუმები შეკრიბა - ვალერია, ნიუშა, ლერა კუდრიავცევა, ნიკოლაი ბასკოვი... გაგიკვირდებათ და, გემოვნებით გამორჩეული ქეთა თოფურიაც მოხვდა უგემოვნოთა რიცხვში. ერთ-ერთი კაბა, რომელიც დაჯილდოების ცერემონიალზე ეცვა А-Студио-ს ქართველ სოლისტს, სოციალურ ქსელში ატლასის ფარდას შეადარეს.

დაათვალიერეთ ფოტოები წითელი ხალიჩიდან

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება