"ძალიან მეგობრულია და თავმდაბალი" - ვინ არის ქართველი მამაკაცი, რომელთანაც რობი უილიამსმა ფეხბურთი ითამაშა

"ძალიან მეგობრულია და თავმდაბალი" - ვინ არის ქართველი მამაკაცი, რომელთანაც რობი უილიამსმა ფეხბურთი ითამაშა

24 წლის ნიკუშა კანდელაკი ერთადერთი დიპლომიანი მუსიკალური პრომოუთერი იქნება საქართველოში. ახლახან დაამთავრა ბიზნესისა და ფინანსების ფაკულტეტი ლონდონში და ჩაირიცხა მუსიკის ინდუსტრიის მართვის ფაკულტეტზე ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჩემს რესპონდენტს 10 თვე აშორებს სანატრელ დიპლომს. ამის მიუხედავად, ის უკვე არის პროფესიონალი პრომოუთერი, ნიკუშამ მოხალისედ იმუშავა რობი უილიამსისა და Maroon 5-ის კონცერტებზე საქართველოში. როგორც ჩანს, პროფესია მასთან განათლებასთან ერთად მემკვიდრეობით მოვიდა. ნიკუშა გაიოზ კანდელაკის შვილიშვილი და კახი კანდელაკის შვილია. გთავაზობთ ინტერვიუს ფრაგმენტს, რომელიც მან გაზეთ "პრაიმტაიმს" მისცა.

- ბაბუისა და მამის წყალობით ბავშვობიდან ამ საქმეს ვუყურებ. რაც დავიბადე მამა კონცერტების ორგანიზებას აკეთებდა, სულ ამ სფეროსთან მიწევდა შეხება. თავად 2010 წელს ჩავერთე კონცერტების ორგანიზებაში. მემკვიდრეობით გადადის მგონი მუსიკის სიყვარული (იღიმება). მესამე თაობა ვარ უკვე.

- რა არის მთავარი რაც პრომოუთერმა უნდა იცოდეს?

- პრაქტიკის გარდა თეორიული ცოდნა. რასაც ახლა გავდივარ მე. ჩვენი ლექტორები ამ სფეროს უმაღლეს კომპანიებში მუშაობენ, როგორებიცაა: "სონი", "ლაივ ნეიშენი", საავტორო უფლებებს მასწავლის "ასკაპის" წარმომადგენელი და საავტორო უფლებების ერთ-ერთი წიგნის ავტორი, STEVE WINOGRADSKY. ჩვენი ლექტორია "სონის" ვიცე-პრეზიდენტი, კლასელები მყავს: Dr Dre-ს Songwriter, Lauryn Hill-ის ბენდის წევრი და ბევრი ახალგაზრდა პროფესიონალი, რომელიც ამ სფეროში დიდ გავლენას ახდენს.

- ახლა მუშაობ ლოს-ანჯელესში?

- კრის ბოტის სააგენტოში Bobby Collomby-სთან ტრენინგებს გავდივარ და ვეხმარები ბევრ საკითხში.

- რობი უილიამსისა და Maroon 5-ის კონცერტებისთვის შვებულება აიღე?

- რობის კონცერტზე არდადეგები მქონდა, Maroon 5-ის კონცერტისთვის ვთხოვე ლექტორს. როცა ამ სფეროში მუშაობ, ასეთ კონცერტზე სამუშაოდ ვინ არ გამოგიშვებს. მოხალისედ ვიმუშავე, მაგრამ უშუალო შეხება მქონდა შემსრულებლებთან. ვიყავი დამხვედრი, უზრუნველვყოფდი ტრანსპორტირებასა და სასტუმროების კოორდინირებას.

- რით იყო დაკავებული რობი უილიამსი თავისუფალ დროს?

- ერთი დღე ერთად გავატარეთ, ფეხბურთს ვთამაშობდით კომპიუტერში. ძალიან მეგობრულია, პოზიტიური და თავმდაბალი, ჩვეულებრივად მიმიღო, მეგობარივით. კარგი იუმორი აქვს... ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და თავისთან დამპატიჟა, ყოველ ვიქენდზე ფეხბურთის ტურნირებს ვმართავო.

- Maroon 5-ის კონცერტს ცუდი ამინდი დაემთხვა, როგორ გაართვით თავი?

- ამინდმა უფრო კარგი აურა შექმნა, ამ დროს ხალხი უფრო ერთიანდება და უფრო მოტივირებულია, მოუსმინოს კარგ მუსიკას. რაც შეეხება Maroon 5-ს, ამ ჯგუფის ლაივები უნდა ენახათ და მოლოდინიც სათანადო იქნებოდა. ჩემს გარშემო Maroon 5-ის მოყვარულები ძალიან კმაყოფილები არიან. ძალიან კარგი ბენდი ჰყავდა, უმაგრესი დონის მუსიკოსებით და თავადაც მშვენივრად იმღერა. ასეთ წვიმაში ტექნიკური პრობლემა რომ არ შექმნილა, ეს ორგანიზატორების დიდი პლუსია. ბათუმი გადაჭედილი იყო უცხოელი ტურისტებით, მე სცენიდან ვუსმენდი და მშვენიერი ხმა მოდიოდა.

- საქართველოში რომელ მუსიკალურ კომპანიებთან თანამრომლობ?

- "ისთერნ პრომოუშენს"-თან, თბილისის ჯაზფესტივალზე და ბლექსი ჯაზფესტივალზე ვმუშაობ.

- რომელ ქართველ მომღერალს გაიყვანდი საქართველოს ფარგლებს გარეთ, ვინ გეამაყება?

- ბექა გოჩიაშვილი, გიორგი მიქაძე, ბევრია... ანსამბლები: "სუხიშვილები", "ერისიონი". ამ თემაზე ვმუშაობ, რომ დავაკავშირო იქაურ პრომოუთერებთან. ლოს-ანჯელესში ბევრ დარბაზთან მაქვს შეხება და ვაწარმოებ მოლაპარაკებებს, რომ ქართველი მომღერლები და ქორეოგრაფიული ანსამბლები გავაცნო იქაურ მსმენელსა და მაყურებელს.

ნინო მჭედლიშვილი

გაზეთი "პრაიმტაიმი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება