ჰოლივუდის ვარსკვლავების ფიზიკური ნაკლოვანებები

ჰოლივუდის ვარსკვლავების ფიზიკური ნაკლოვანებები

ცნობილ ვარსკვლავებსაც კი აქვთ თანდაყოლილი, ან მოგვიანებით შეძენილი დეფექტები. ამის შესახებ ცოტა ადამიანმა თუ იცის. ზოგი თავის ნაკლოვანებებს დაჟინებით მალავს, ზოგი კი, როგორც საკუთარი იდენტობის ნაწილს, ისე იღებს და არც ერიდება მისი.

ჰოლი ბერი

მსახიობს ფეხზე ექვსი თითი აქვს. როდესაც ღია ფეხსაცმელს იცვამს, ამის შემჩნევა მარტივია.

ოპრა უინფრი

ასეთივე ნაკლი აქვს ოპრა უინფრის. ცნობილ ტელეწამყვანსაც ფეხზე ექვსი თითი აქვს. მეცნიერებისთვის გამოცანად რჩება ეს ანომალია, თუმცა ღია ფეხსაცმელს ბერიც და უინფრიც ხშირად იცვამენ, მათთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

დენზელ ვაშინგტონი

ოსკაროსან ვაშინგტონს ნეკა თითი მოღუნული აქვს, რაც ახალგაზრდობაში კალათბურთის თამაშისას მიღებულმა მოტეხილობამ გამოიწვია.

ეშტონ კატჩერი

მსახიობს ფეხის თითებს შორის კანი აქვს შეტყუპებული. ეშტონს ამის საერთოდ არ რცხვენია, პირიქით, არაერთ თოქ-შოუში მოუხდენია ამის დემონსტრირება.

ხოაკინ ფენიქსი

ტუჩთან იარა ხოაკინ ფენიქსს ჭრილობისგან არ დარჩენია. მან ეს იარა ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის დროს მიიღო.

მეგან ფოქსი

"ტრანსფორმერების" სექსსიმბოლოს მოკლე და ბრტყელი ცერა თითი აქვს, რომელსაც ფოტოსესიებში მუდამ ფარავს.

კაროლინა კურკოვა

მოდელს თითქმის არ ეტყობა ჭიპი, თუმცა ამას არ შეუშლია ხელი საოცარი სამოდელო კარიერის შექმნაში. ფოტოებზე კურკოვას ძირითადად, ფოტოშოპის საშუალებით უღრმავებენ ხოლმე ჭიპს.

კეტრინ ზეტა ჯონსი

იარა კისრის არეში ჯონსს ტრაქეომეტრიის შემდეგ დარჩა, რომელიც მსახიობმა ახალგაზრდობაში გადაიტანა.

ელიზაბეტ ტეილორი

იარა კისერზე მსახიობს 60-იანი წლებიდან გაუჩნდა, როცა აზიური ციებ-ცხელება შეეყარა და კომაში ჩავარდა. მისი გადარჩენა ტრაქეომეტრიის დახმარებით შეძლეს.

დაათვალიერეთ ფოტოგალერე

ტომი ფლენაგანი

მსახიობმა იარა ღამის კლუბში თავდასხმის შედეგად მიიღო. კარიერაში მისთვის ამას ხელი არ შეუშლია, პირიქით, ბრუტალური როლები მოუპოვა ისტორიულ ფილმებში.

მეთიუ პერი

"მეგობრების" მსახიობს მარჯვენა ხელის შუა თითის ბოლო არ აქვს. მსახიობმა ის ბავშვობაში დაკარგა ხიდან ჩამოვარდნისას.

ჯამელ დებუსი

ფრანგი მსახიობი დაბალი სიმაღლის (165 სმ.) და შეუხედავი გარეგნობის მიუხედავად, დღეს საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კომიკოსია. მის იუმორისტულ შოუებს ათასობით მაყურებელი ესწრება. მან 13 წლის ასაკში დაკარგა ხელი რკინიგზაზე თამაშისას. მას შემდეგ სულ ჯიბეში აქვს ხელი ჩადებული.

ჟან კლოდ ვან დამი

90-იანების ექშენ გმირის ფიზიოლოგიური დეფექტი, რომელიც მთელი ცხოვრებაა დაყვება, მისი გიგანტური კოპია შუბლის არეში.

პერის ჰილტონი

მილიარდერმა ჰილტონმა რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია ჩაიტარა, მაგრამ მაინც ვერ მოახერხა სიელმისგან გათავისუფლება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება