"შემეცოდა ეს ადამიანი..." - როგორ იხსენებს სოფო ნიჟარაძე მასზე მომხდარ თავდასხმას

"შემეცოდა ეს ადამიანი..." - როგორ იხსენებს სოფო ნიჟარაძე მასზე მომხდარ თავდასხმას

X Factor-ის მესამე "ლაივზე" მომხდარი ინციდენტის შესახებ მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ პირველი ვრცელი კომენტარი OK!-სთან გააკეთა.

სოფო ნიჟარაძემ გაიხსენა ის მომენტი, როდესაც სცენაზე უცნობი მამაკაცი აიჭრა და მომღერალს ფიზიკური ზიანი მიაყენა. როგორც სოფომ აღნიშნა, გამოძიებამ აღნიშნული პიროვნების ვინაობა მალევე დაადგინა.

"უკვე არსებობს იმის მოცემულობა, რომ ის ერთხელ უკვე მკურნალობდა. გულწრფელად გეუბნებით, რომ გული დამწყდა და შემეცოდა ეს ადამიანი, რადგან შესაძლოა აბსოლუტურად ვერ გააანალიზა ის ფაქტი, რომელიც მოხდა სცენაზე. თუმცა, ჩემთვის ეს ყველაფერი მართლაც წარმოუდგენელი იყო. იმდენად სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ იმ მომენტში ვიფიქრე, სცენის განათება, ან კამერა მომხვდა თავში, რადგან ისეთ პოზიციაში ვიყავი, რომ სახე მარჯვნივ მქონდა შებრუნებული და უცებ მარცხნიდან რომ მომხვდა თავში რაღაც, ვერაფერი დავინახე. მადლობა ღმერთს, გადავრჩი. სერიოზული დაზიანება არ მიმიღია, კომპიუტერული ტომოგრაფიაც გადამიღეს... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება