ბერძენი მილიარდერი, პარის ჰილტონის ექს-საქმრო - ვის ხვდება მომღერალი თამთა გოდუაძე

ბერძენი მილიარდერი, პარის ჰილტონის ექს-საქმრო - ვის ხვდება მომღერალი თამთა გოდუაძე

თამთა გოდუაძე, ცნობილი სასცენო სახელით - თამთა, ქართველი პოპ მომღერალია, რომელიც საბერძნეთში Super Idol Greece-ში მონაწილეობით გახდა პოპულარული. მუსიკალურ ტალანტ-შოუში მან მეორე ადგილი დაიკავა. 2014 წელს თამთა საქართველოში, გადაცემა "X ფაქტორის" ჟიურის წევრი გახდა და ქართველმა მაყურებელმა მის შესახებ სწორედ მაშინ გაიგო. თამთას ქართულ შოუში გამოჩენას მაყურებლის უსაზღვრო სიყვარული და აღფრთოვანება მოჰყვა, ის შოუს მეორე სეზონის ჟიურის წევრიც გახლდათ.

თამთა წლებია საბერძნეთში ცხოვრობს, სადაც ოჯახთან ერთად 22 წლის ასაკში გადასახლდა. იგი ბერძნების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი შემსრულებელია და ფანებს ხშირად ანებივრებს ახალ-ახალი ჰიტებით, კლიპებით თუ კონცერტებით, თუმცა თამთას პირადი ცხოვრება ყოველთვის გასაიდუმლოებულია. მომღერალი ცდილობს პაპარაცებს დაუმალოს მისი ბოლოდროინდელი სიყვარული - ბერძენი მილიარდერი, უმდიდრესი ოჯახის მემკვიდრე პარის ლაცისი (მამის გვარი კასიდოკოსტასი).

36 წლის პარისი გახლავთ ლაცისების ძლევამოსილი ოჯახის მემკვიდრე, რომლებიც ნავთობის, უძრავ ქონებასა და საბანკო სექტორში ფლობენ წილებს. მისი ბაბუა (დედის მამა) იანის ლაცისი, ბერძენი მულტი-მილიარდერი გახლდათ. 2003 წელს, როცა იანის ლაცისი გარდაიცვალა, Forbes-მა მისი ქონება 15 მილიარდი დოლარით შეაფასა. უახლესი რეიტინგით კი ლაცისები მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ოჯახების სიაში 54-ე ადგილას არიან.

პარისმა მსოფლიოში გაითქვა სახელი 2005 წელს, მას შემდეგ რაც ამერიკული შოუბიზნესის ცნობილი წარმომადგენლის, ასევე მილიარდერების მემკვიდრე პარის ჰილტონზე დაინიშნა. 2-წლიანი ურთიერთობისა და დანიშვნიდან 5 თვის შემდეგ, პარის ჰილტონმა პარის ლაცისი სტავროს ნიარკოსზე გაცვალა. არც პარის ლაცისს უგლოვია დიდხანს პარისის სიყვარული - მალევე დაიწყო ურთიერთობა ამერიკელ მსახიობთან და მომღერალთან ნიკი რიდთან.

თამთა და პარისი უკვე ორი წელია ერთად არიან. წყვილს პაპარაცები 2015 წლიდან აფიქსირებენ სხვადასხვა ადგილას. ისინი ხშირად დადიან ერთად დასასვენებლად. შედის თუ არა წყვილის გეგმებში დაქორწინება, უცნობია.

“ადგილი, სადაც გართობა დღის ნებისმიერ მონაკვეთში იქნება შესაძლებელი”,- Eclectik Space პირველ სტუმრებს 7 აგვისტოს უმასპინძლებს!

საბერძნეთში ყველაზე სექსუალური ქართველის ცხელი ფოტოსესია - 42 წლის თამთა გოდუაძე იდეალურად გამოიყურება

"დიდი სცენის" მე-5 ლაივ კონცერტი გუშინ გაიმართა - ვინ დარჩა პროექტში და როგორია შემდეგი ლაივის წესები