სამორი ბალდე და სოფო ბარნოვი მალე მშობლები გახდებიან

სამორი ბალდე და სოფო ბარნოვი მალე მშობლები გახდებიან

უკვე ერთი წელია პოპულარული ქართველი ტელეწამყვანი და მუსიკოსი სამორი ბალდე აღარსად გამოჩენილა. ის მეუღლესთან, სოფო ბარნოვთან ერთად ერთი წელია ამერიკაში, ნიუ-იორკში ცხოვრობს.

სამორი და სოფო ტელეკომპანია PALITRANEWS-მა ცოტა ხნის წინ მანჰეტენზე Madatart-ის მიერ მოწყობილ გამოფენაზე ნახა, სადაც ხელოვნების მოყვარულები, ბაიერები, ქართველი ემიგრანტები და თავად მხატვრები იყვნენ შეკრებილები. სოფო პროფესიით ტექსტილის დიზაინერია, თუმცა მინანქარშიც ულამაზესი ნამუშევრები აქვს. ძალიან უყვარს თავისი საქმიანობა, ინტენსიურად მუშაობს, აწყობს გამოფენებს. სოფო ამბობს, რომ ამერიკა ადამიანს საშუალებას აძლევს, საკუთარ პროფესიაში მეტად განვითარდეს, ახალი და საინტერესო კონტაქტები დაამყაროს, მეტი ცოდნა მიიღოს და სხვასაც გაუზიაროს. რაც შეეხება სამორის, ის მუსიკოსია და ამერიკაში სტუდიაში მუშაობს, წერს მუსიკას.

ამ ყველაფერთან ერთად წყვილს სასიამოვნო სიახლე აქვს, მალე მშობლები გახდებიან. "სიახლე სახეზეა, მალე ოჯახში მატება გვექნება. ივლისში ველოდებით პატარას დაბადებას, სქესი არ ვიცით, გვინდა რომ სიურპრიზი იყოს ჩვენთვის", - აღნიშნა სამორი ბალდემ საუბრისას.

იხილეთ ვიდეო

ასევე წაიკითხეთ: სამორი ბალდეს და მისი დიზაინერი მეუღლის ამერიკული ცხოვრება - სოფო ბარნოვი ნამუშევრებს ნიუ-იორკში გამოფენს

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება