ექსტრავაგანტური სიძე და საოპერო არიით დაშინებული ძაღლები

ექსტრავაგანტური სიძე და საოპერო არიით დაშინებული ძაღლები

მსახიობს საგრიმიოროს წინ ველოდები. აი, გამოჩნდა და ღიმილით მესალმება, თავისთან მეპატიჟება. თუმცა, სჯობს, ჯერ გმირის კოსტიუმი ჩაიცვას და მერე ვისაუბროთ. მანანა კოზაკოვა საგრიმიოროს სარკესთან ფეხმორთხმით დაჯდა, მე გვერდით, ტახტზე ჩამოვჯექი.

- 90-იანი წლებში სტუდენტი იყავით. იმ რთულ დროს როგორ ერთობოდით?

- რთული და საშიში დრო იყო, ვერსად წახვიდოდი, კაფეები არ არსებობდა. ჯგუფში ყველა ვმეგობრობდით, სულ ერთად ვიყავით, ღამეებსაც ვათენებდით და გაუთავებლად ვსაუბრობდით. აუდიტორიაში ვიკრიბებოდით, მერე ძირითადად, მაია ლომიძის ან დათო დარჩიას სახლში მივდიოდით. ახალგაზრდობა თავად არის გართობა და ხალისი. მახსოვს, ჩემი მოსკოველი ძმის დედა მიყვებოდა, ლენინგრადის ბლოკადის დროს კარგ დროს ვატარებდითო. ბავშვები რომ არ გაყინულიყვნენ, სულ თამაშობდნენ, თან - დედაც რაღაც თამაშებს იგონებდა და ასე ერთობოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ვირთხებსაც ჭამდნენ და სხვა საშინელებებიც ხდებოდა, იმ დროს მაინც კარგად იხსენებდა... ჩემი სტუდენტობის დროსაც ირგვლივ არაფერი იყო, მაგრამ თვითონ ახალგაზრდობა არსებობდა. ხალისიანები ვიყავით იმიტომ, რომ ჩვენი პროფესია გვიყვარდა, სპექტაკლებზე დავდიოდით - ხან კიბეზე ვისხედით, ხან დარბაზში. მსახიობების, რეჟისორის ნამუშევარზე ვმსჯელობდით და ვაფასებდით, რა მოგვეწონა, რა - არა. ვსწავლობდით, პროფესიულად ვიზრდებოდით და დრო სიცილ-კისკისში გადიოდა.

- ალბათ, მეუღლის იუმორიც გშველოდათ...

- საერთოდ, ლევანი, გარდა იმისა, რომ ცუდად ხედავს, ვერც ადამიანებს იმახსოვრებს. ერთი და იგივე კაცი, რომელსაც იცნობს, შეიძლება ათჯერ გაახსენო. გადასარევად ახსოვს, ვთქვათ, 30 წლის წინ წაკითხული წიგნი, მაგრამ ცნობადობის მხრივ ცუდი მეხსიერება აქვს. ამიტომ, გარკვეული ნიშანი შემოვიღეთ: თუ მაჯაზე ხელს ვკიდებ, ეს ნიშნავს, რომ იმ ვიღაცას იცნობს და უნდა მოემზადოს შესახვედრად. ერთხელაც კოჯორში ვართ. სტუმრად მოვიდა დედას მეგობარი, არაჩვეულებრივი ქალი, რომელიც ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურება. ლევანი არ იცნობს მას. მინდა, წარვუდგინო და ხელი ამიტომ მოვკიდე. მან კი ჩათვალა, რომ უკვე იცნობს. გაექანა ამ ქალისკენ. კედელთან მიაყენა, ლოყაზე უჩქმიტა, დიდი სიყვარულით მოიკითხა, - როგორ ხარო? ქალი გაოგნებული დგას. მერე ლევანი ამბობდა: ალბათ, იფიქრებდა, მედეას როგორი ექსტრავაგანტური სიძე ჰყოლიაო (იღიმის).

ლევანს ძაღლების საოცრად ეშინია. 90-იან წლებში უამრავი მაწანწალა ძაღლი დადიოდა და მათ ხროვასთან შეხვედრა მართლაც, საშიში იყო. რატომღაც, ლევანმა გადაწყვიტა, რომ ძაღლებს საოპერო არიის ეშინიათ. დედაჩემის ბინაში მოსახვედრად შიდა ეზო უნდა გაიარო. ეზოში შემოსვლისას, მთელ ხმაზე იწყებდა რომელიმე ცნობილი არიის სიმღერას. ეტყობა, ეს ჭრიდა, რადგან მუდმივად ამ ხერხს მიმართავდა. მეზობლები რას ფიქრობდნენ, დღესაც არ ვიცი.

ლევანს ცოლად რომ გავყევი, პროდუქტები საერთოდ არ იშოვებოდა. კვერცხის ფხვნილისა და ჰუმანიტარული დახმარების ერბოს საშინელი გემოს გახსენებაც არ მინდა. ჰუმანიტარულ დახმარებას ეწერა "არ იყიდება", მაგრამ ზოგიერთი მაინც ყიდდა. ვინაიდან არაფერი იყო, ლევანი "თხზავდა" ასეთ რამეს: წყალში აურევდა ფქვილს, მარილს დაამატებდა და მასას მოხარშავდა. ამას ე.წ. ერბოსთან ერთად მივირთმევდით და ვფიქრობდით, რომ კარგად ვიყავით. GზაPრესს

- იუმორი კარგია, მაგრამ როცა ბატონი ლევანი გაბრაზებულია, მაშინ რა ხდება?

- ერთხელ, რეპეტიციის დროს ძალიან გაბრაზდა და გვეჩხუბება. ყველა გავჩუმდით, ის კი ყვირის: დაიმახსოვრეთ, თქვენ არ სჭირდებით თეატრს, ის თქვენ უნდა გჭირდებოდეთ და საერთოდ, ამ პროფესიას თავი დაანებეთო. ყვირის და დროდადრო ცუდ სიტყვებსაც ამბობს. სიჩუმეა. ისე ვართ შეშინებული, ბუზის გაფრენის ხმა ისმის. ჩემი შვილი პატარაა, იქვე ზის და ხატავს. ლევანი ცუდ სიტყვას იტყვის, ეს ბავშვი ამოხედავს და გაბრაზებით ამბობს: "ცუდი სიტყვები" (ბავშვობიდან არ უყვარდა ასეთი გამოთქმები). ეს რამდენჯერმე რომ გამეორდა, ყველას სიცილი აგვიტყდა და ასე მშვიდობიანად დასრულდა ჩხუბი. ... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება