"რომელიღაცამ დრო იხელთა და წარწერა გადააკეთა -"მის მკერდის" ორგანიზატორი სკანდალის გამო განმარტებას აკეთებს

"რომელიღაცამ დრო იხელთა და წარწერა გადააკეთა -"მის მკერდის" ორგანიზატორი სკანდალის გამო განმარტებას აკეთებს

23 ივნისს, თბილისში "მის მკერდი" - 2016 გაიმართა. კონკურსის გამარჯვებულია 18 წლის ნინო გოგავა, 5 ზომა მკერდით, "ვიცე მის მკერდი" ანა მარიდაშვილი გახდა, მის დეკოლტე კი ჟურნალისტი ნინო ჭელიძე. როგორც ჩანს, კონკურსს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. ნინო ჭელიძემ დღეს სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა: "ისეთი ტიტული მაქვს საქართველოში მეორეს არავის ექნება. ამაზე პასუხს მე ვერ გაგცემთ".

როგორც გაირკვა, ლენტაზე, რომელიც გამარჯვებულს გადასცეს, "მის დეკოლტეს" მაგივრად "მისს დეკოდრე" ეწერა.

კონკურსის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სოსო კავკავაშვილმა მომხდართან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

"მის მკერდი" - 2016 საქართველოს ფინალზე მომხდარ ინციდენტს ვეხმაურები, როგორც კონკურსის ერთ-ერთი ორგანიზატორი. როდესაც ჩვენთან ტიტულიანი ლენტები მოვიდა, მე გადავათვალიერე ეს ლენტები და იქ შეცდომა არ მინახავს, ამიტომ ლოგიკურად ვფიქრობ, რომ "რომელიღაცამ" დრო იხელთა და ლენტზე წარწერა გადააკეთა..." 

reitingi.ge

ასევე იხილეთ: "საღადაო გახდა თემა" - მარკერით დაწერილი ლენტები და სკანდალი "მის მკერდის" გარშემო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება