გამოუვალ სიტუაციაში გიორგი გაგლოევმა მდიდარი საყვარლის გაჩენა გადაწყვიტა

გამოუვალ სიტუაციაში გიორგი გაგლოევმა მდიდარი საყვარლის გაჩენა გადაწყვიტა

არ ვიცი და მაღალი ალბათობით, ვერც ვერასოდეს გავიგებ, მწვანე დემონის პირისპირ აღმოჩენილი გიორგი გაგლოევი რეალურად როგორ მოიქცევა, დროის მანქანით რომელ ეპოქაში იმოგზაურებს და სქესის შესაცვლელი ოპერაციისთვის ფულს რა გზით იშოვის, მაგრამ ჩემ მიერ დასმულ აბსურდულ შეკითხვებს მსახიობმა და ტელეწამყვანმა ხალისიანად უპასუხა...

- გიორგი, საზოგადოების აზრი შენთვის მნიშვნელოვანია?

- რა თქმა უნდა, გარკვეულ საკითხებზე საზოგადოების აზრი მნიშვნელოვანია.

- ვთქვათ, გვიან ღამით, შინ დაბრუნებისას კიბეზე მწვანე კაცუნას ხედავ. როგორ მოიქცევი?

- ვაიმე, მოვკურცხლავ და გავიქცევი (იცინის)!

- არ გაგიჩნდება სურვილი, რომ ფოტო ან ვიდეო გადაუღო?

- არა, არავითარი ფოტო ან ვიდეო! იმ ადგილიდან დაუყოვნებლივ გავიქცევი, მაგრამ მერე აუცილებლად დამაინტერესებს - კიბეზე ვინ იყო. თუმცა, ზუსტად ვიცი, იმ ადგილას აღარც გავივლი.

- ანუ საცხოვრებელ ადგილს შეიცვლი?

- ვაიმე, ეს მწვანე კაცუნა ჩემს სახლში რომ "გაიჩითოს"?! ალბათ, იქ აღარასოდეს შევალ ან მთელ "ესკორტს" გავიყოლებ...

- როგორ ფიქრობ, რა ან ვინ შეიძლება იყოს ეს მწვანე კაცუნა?

- ეშმაკი!

- ეშმაკების, ბნელი ძალების არსებობის, მისტიკური ამბების გჯერა?

- მჯერა, რომ ეშმაკი, დემონები არსებობენ და მგონია, რომ ამაზრზენი ტიპები არიან.

- შენი ასეთი აზრის ჩამოყალიბებაზე რაიმემ იქონია ზეგავლენა თუ უბრალოდ, გჯერა დემონების არსებობის?

- უბრალოდ, სულების, დემონების, წარსული ცხოვრების, ასტრალში გასული ადამიანების შესახებ გადაღებული ფილმების ყურება მიყვარს. იმდენად ხშირად ვუყურებ, რომ უკვე დემონების მიმართ გარკვეული სტერეოტიპი ჩამომიყალიბდა.

- კარგი. ვინმეს ეტყვი, რომ მწვა­ნე კაცუნა ნახე?

- ვაიმე, როგორც კი გონს მოვალ და ამის საშუალება მექნება, ამ ამბავს სრულიად ერსა და ბერს მოვდებ! "ფეისბუკზე" დავწერ (იცინის), ჩემს ყველა მეგობარს ვეტყვი. - კიბეზე მწვანე, მეტრი სიმაღლის ვიღაც დამხვდა-მეთქი.

- შენ არც ფოტომასალა გაქვს, არც - ვიდეო. შეიძლება, არ დაგიჯერონ, უარეს შემთხვევაში კი გიჟადაც შეგრაცხონ. ამის არ შეგეშინდება?

- ყველა მიცნობს და იცის, რომ ასეთ რაღაცებს არ ვამბობ ხოლმე და რაკი ვიტყვი, ყველა დამიჯერებს.

- ვთქვათ, ჯანდაცვის მინისტრის პოსტი შემოგთავაზეს...

- ვაიმე, ხომ არ გადაირიეთ-მეთქი? - ტაქტიანად ვეტყვი.

- თუ გავითვალისწინებთ, რომ მინისტრს მაღალი ხელფასი აქვს, შეთავაზებულ თანამდებობაზე ხომ არ დაფიქრდებოდი?

- იცი, რა არის, ჩემო კარგო? ჩვენს ქვეყანაში, სხვადასხვა უწყებას არაპროფესიონალები რომ მართავენ, საქართველო ცუდ დღეში ამიტომაც არის. მიმაჩნია, რომ თუკი საქმეს პროფესიონალები გააკეთებენ, ქვეყანა მაშინ იქნება აწყობილი. ეს სიტყვები ხელოვანებს, სპორტსმენებსაც ეხებათ... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება