მომღერალ კახა კუხიანიძეს სიმღერის დროს სცენაზე დენმა დაარტყა

მომღერალ კახა კუხიანიძეს სიმღერის დროს სცენაზე დენმა დაარტყა

26 ივნისს, ზუგდიდში გამართული კონცერტის დროს, მომღერალ კახა კუხიანიძეს სცენაზე დენმა დაარტყა. ამის შესახებ ინფორმაცია მომღერალმა ვერიკო ტურაშვილმა საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე გაავრცელა... AMBEBI.GE კახა კუხიანიძეს დაუკავშირდა.

- მე და ჩემი მეგობარი - ვერიკო ტურაშვილი ზუგდიდში, კონცერტზე ვმღეროდით და სიმღერის დროს ფეხზე მიკროფონის "შნური" დამეხვა, საიდანაც დიდი სიმძლავრის ძაბვამ გამოატარა და ფეხზე დამარტყა... ფეხი გაშეშებული მაქვს და მტკივა...

- შემხვევით დაგეხვა მიკროფონის სადენი ფეხზე?

- ზუსტად აღარ მახსოვს, როგორ მოხდა, ფაქტია, რომ საკმაოდ დიდმა ძაბვამ გამიარა სხეულში. იმხელა ვიყვირე, ჩემი ხმა მგონი, მთელ ზუგდიდს ესმოდა. ვეცემოდი და მაშინვე სკამი მომაწოდეს, მაგრამ სცენიდან არ ჩამოვსულვარ, რადგანაც მეგონა, ტკივილი გადამივლიდა. სკამზე დამჯდარმა 2 სიმღერა კიდევ შევასრულე. ტკივილი რომ არ გამიყუჩდა, სასწრაფო, ექიმები დამახვიეს, ნემსები გამიკეთდა, საავადმყოფოში გამოკვლევებიც ჩამიტარეს...

- გონება არ დაგიკარგავს და ადგილობრივად არც დამწვრობა მიგიღია?

-არა, არა, ჩემს მდგომარეობას ელექტროტრავმა უწოდეს. მოკლედ, ფეხი გამეთიშა, უფრო სწორად კუნთია გათიშული.

- რას გეუბნებიან ექიმები?

- მასაჟები უნდა, რომ ნელ-ნელა აღდგეს, იმედია, აღდგება. ადრე კონცერტებისას რაღაც პატარ-პატარა, დაბალი დენის დარტყმა მიგრძვნია (10-15 ვოლტი), ამხელა დენს არასდროს დაურტყამს, ძალიან სერიოზული რაღაც მოხდა... ახლა თბილისში მოვდივარ. რომ ჩამოვალ, მინდა უფრო საფუძვლიანი გამოკვლევები ჩავიტარო, ექოსკოპია გადავიღო... მოკლედ, გადავრჩი...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება