ეკა ანდრონიკაშვილი მეორე ბიჭის დედა გახდა - მსახიობმა ამერიკაში იმშობიარა

ეკა ანდრონიკაშვილი მეორე ბიჭის დედა გახდა - მსახიობმა ამერიკაში იმშობიარა

მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი მეორე ბავშვის დედა გახდა. მსახიობი ფეისბუქზე ახალშობილის ფოტოს აქვეყნებს. როგორც კომენტარებისგან ირკვევა, ახალშობილს ნიკოლოზი დაარქვა.

ეკას პირველი ქორწიბნებიდან ბიჭი ჰყავს, ლუკა ნაკაშიძე. ეკა ანდრონიკაშვილის და მსახიობ გიორგი ნაკაშიძის ოჯახი თერთმეტწლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაინგრა. მას შემდეგ ეკა ინტერვიუებში ხშირად ამბობდა, რომ არისტოკრატ მამაკაცს ელოდებოდა.

"არისტოკრატში წარმომავლობას არ ვგულისხმობ, ეს მეც არ მაკლია. ვგულისხმობ შინაგან მდგომარეობას, აღზრდას, ინტელექტს და ა.შ. პიტერ ოტულის მსგავსი ტიპაჟი მომწონს. ''როგორ მოვიპაროთ მილიონში'' მთავარ როლს რომ თამაშობს. მაღალი აღნაგობის, ცისფერი თვალებით, ბუნებით ცოტა ავანტიურისტი, იუმორის მქონე და თან მდიდარი. ძალიან კარგი ვინმე აღვწერე, ხომ?.. იმედია, ასეთი პიროვნება წაიკითხავს ამ ინტერვიუს და მიხვდება, რომ მას ველოდები". ამბობდა ეკა "რეიტინგთან" ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.

იხილეთ სრულად +ფოტოები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება