"ეს იცის ყველამ..." - გიორგი ვარდოსანიძის მიმართვა სალომე ჭაჭუასა და სტანისლავ ბონდარენკოს

"ეს იცის ყველამ..." - გიორგი ვარდოსანიძის მიმართვა სალომე ჭაჭუასა და სტანისლავ ბონდარენკოს

გიორგი ვარდოსანიძე "ცეკვავენ ვარსკვლავების" ფინალის შემდეგ მიმართვას ავრცელებს და სტანისლავ ბონდარენკოს გამარჯვებას ულოცავს. ვარდოსანიძე განსაკუთრებულ მილოცვას ჯანო იზორიას უგზავნის, რომელსაც სუხიშვილების ფონდმა ბინა გადასცა.

"სტასს ვულოცავ გამარჯვებას, ეკუთვნოდა ასი ათასი პროცენტით... არ გიცნობ, არ მინახიხარ, მაგრამ ოქროს კაცი ხარ. სალომე შენ ხარ ყველაზე მაგარი, ეს მთელმა საქართველომ იცის და ეგ თასი შენია, რომ იცოდე. რაც მთავარია, ჯანო, ჩემო ძმაო მიიღე ეს საჩუქარი, რადგან შენ ეს გეკუთვნის. შენს პატარასთან ერთად ბედნიერი ცხოვრება გქონოდეს ამ სახლში. დიდი მადლობა ილიკო სუხიშვილს და ნანუს, ოქროები ხართ და ძალიან მაგარი რაღაცა გააკეთეთ. ჯანო გილოცავ, მადლობა, რომ არსებობთ, კარგო ადამიანებო", - ამბობს ვარდოსანიძე.

27 ივნისს ტელეკომპანია "იმედის" შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-6 სეზონის გამარჯვებული გამოვლინდა. სულ შევიდა 143 ათასი სმს-ი. ხმების უმრავლესობა მიიღო სტანისლავ ბონდარენკომ, რომელიც შოუს გამარჯვებული გახდა. მას საჩუქრად გადაეცა ბინა "კრწანისი ვილა რეზიდენსში". ბინა მიიღო საჩუქრად ჯანო იზორიამაც. მსახიობს ეს საჩუქარი სუხიშვილების საქველმოქმედო ფონდმა, პარტნიორ კომპანია "ვილა რეზიდენსთან" შეთანხმებით გაუკეთა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება