როგორ უნდა ფლობდე მსოფლიოს ყველაზე სასურველი მამაკაცის ტიტულს და ინარჩუნებდე უბრალოებას - დიკაპრიოს 8 წესი

როგორ უნდა ფლობდე მსოფლიოს ყველაზე სასურველი მამაკაცის ტიტულს და ინარჩუნებდე უბრალოებას - დიკაპრიოს 8 წესი

სანამ ჰოლივუდის ვარსკვლავები დიზაინერების შერჩეულ ექსტრავაგანტულ ტანსაცმელში ბრწყინავენ, ლეონარდო დიკაპრიო ჭუჭყიანი ჯინსით და გაუუთოვებული მაისურებით დასეირნობს ქუჩებში. ქალებს ის ქარიზმის და მომხიბვლელი გარეგნობის გამო უყვართ. არსებობენ მსახიობები, რომლებიც უკეთ გამოიყურებიან და რომელთაც უკეთ აცვიათ, მაგრამ დიკაპრიო რჩება გლობალურ ფენომენად. წარმოგიდგენთ იმ მიზეზებს, რის გამოც ლეო დღემდე ყველას საყვარელი მსახიობი და სასურველი მამაკაცია. 

1. არ დახარჯოთ დრო მოდაზე

სწორედ ასე იქცევა ლეო. მას შეუძლია გუჩის ბოლო კოლექციის კოსტუმში გამოეწყოს, მაგრამ, მაღაზიაში ჩასასვლელად ძონძებს იცვამს. ყველა სხვა მსახიობს, რომელსაც გახუნებულ კეპს, დაჭმუჭნულ მაისურსა და შეთელილ ჯინსებში დაინახავენ, კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ, მაგრამ ლეოს მხოლოდ აპლოდისმენტები ხვდება.

2. აიღე ოსკარი ისე, თითქოს დიდს არაფერს ნიშნავდეს

ჩვეულებრივ, ოსკარის ცერემონიაზე სამადლობელი სიტყვები თითქმის ერთნაირია. თუმცა ლეო ამ დროსაც კაცობრიობის მომავალზე და ბუნების მდგომარეობაზე საუბრობს.

3. არასოდეს თქვა უარი იახტაზე დროის გატარებაზე

ბუნებაზე ზრუნვა ძალიან კარგია, მაგრამ იახტები მაინც ყველაფერს ჯობს. ლეომ იცის ეს და ხვდება, რომ როდესაც 217 მილიონ დოლარიანი ქონება გაქვს, იახტები შენი ცხოვრების წესი ხდება.

4. არ თქვათ უარი მარგინალიზებულ ტრენდებზე

კიკინა, ბლანჟე, ელექტრო სიგარეტი - ყველაფერი, რაც დასავლურ კულტურაში მასიურად მარგინალიზებულია, ლეომ სტილურად აქცია.

5. არ შეგეშინდეთ დასველების

ლეო საწუწაო თოფით ომობანას თამაშის დიდი მოყვარულია.

6. თავად შექმენი ფიტნეს მოდა

როდესაც გასულ წელს ”დედ ბოდი” გახდა განხილვადი ტრენდი, ზედმეტი წონის მქონე მამაკაცების სექსუალურ ჭრილში განხილვის მიზეზი სწორედ დიკაპრიო გახლდათ. სანამ სხვა მსახიობები სპორტდარბაზებში თავის კუნთებს ავარჯიშებდნენ, ლეომ მომატებული კილოგრამებით ახალი ტენდენცია შექმნა.

7. იცხოვრე სასიძოს ცხოვრებით

41 წლის ლეო კვლავ უცოლოდ დაიარება და სუპერმოდელებს თავს დასტრიალებს.

8. იყავი ლეონარდო დიკაპრიო

ესეც ყველაზე რთული ნაწილი. მიუხედავად საკუთარი თავის რწმენისა, ქარიზმისა თუ ნიჭისა, ვერაფერი დაგაყენებთ ყველაზე ნიჭიერ, საინტერესო, ოსკაროსანსა და სკორსეზეს მუზაზე მაღლა.

მომზადებულია harpersbazaar.com-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება