რა აუკრძალა ანდრია გველესიანმა ოჯახის წევრებს

რა აუკრძალა ანდრია გველესიანმა ოჯახის წევრებს

შოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" დასრულების შემდეგ ანდრია გველესიანი მეორე დღესვე ახალ მუსიკალურ კონკურსზე გადაერთო. გასულ კვირას ანდრიას ოჯახს შინ ვესტუმრე. ჩემს მასპინძლებს: ანდრიას მამას, მომღერალ დათო გველესიანს და აღმზრდელ ბებიას - ქალბატონი დიანა სანიკიძეს ვთხოვე, ანდრიას შესახებ მოეთხროთ.

****

დიანა სანიკიძე:

- წლისა და 2 თვის იყო, როცა ანდრიას მშობლები იტალიაში, სასწავლებლად წავიდნენ და ბავშვი მე დამიტოვეს. იმ დღიდან მოყოლებული, მისი ცხოვრებით ვცხოვრობ.

დათო გველესიანი:

- იტალიიდან 2 წელში ჩამოვედი და ჩემს მშობლებს ბავშვის აღზრდაში შემოვუერთდი. ანდრიას დედა კი საზღვარგარეთ კარიერის გასაგრძელებლად დარჩა.

- მშობლებთან განშორების შემდეგ, ანდრიას ემოციები როგორი იყო?

დიანა:

- ძალიან განიცადა. მეც განვიცდიდი, რომ საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობა ავიღე. შვილი და რძალი აეროპორტში რომ გავაცილეთ და უკან მოვბრუნდი, ძალიან ვნერვიულობდი. იმ ღამეს ხილვა მქონდა, წმინდა ანდრია პირველწოდებული გამომეცხადა. მაშინ არ ვიყავი დიდად მორწმუნე, არც ტაძარში დავდიოდი. წმინდანი თეთრი წვერით, დახრილი ჯვრით გამომეცხადა. ლაბირინთებით მოდიოდა ჩემკენ და მითხრა, - ნუ გეშინიაო. ანდრია ისე გავზარდე, ღვთის წყალობით, არც მე და არც მას მაღალი ტემპერატურაც კი არ გვქონია... რამდენიმე დღის წინ, 24 წლის გახდა. ამ ხნის განმავლობაში მისგან ერთი წყენაც კი არ მახსოვს, ღირსეულად იქცევა. წლების წინ, როცა რაიმე არ მომეწონებოდა, ვეუბნებოდი, - შენ ჩემთან გაზრდილს კი არა, ჩემთან გავლილსაც არ ჰგავხარ-მეთქი და ძალიან სწყინდა. უკან დამდევდა და მეკითხებოდა, - რატომ ბები, რატომ? ძალიან თბილი და მოსიყვარულეა. ყველა მოვლენის და ადამიანის კარგი მხრიდან დანახვას ცდილობს.

*****

- 3 კვირის განმავლობაში ინტოქსიკაციური გრიპი ჰქონდა და ჟიურის წევრებს ეს არც გაუგიათ. მეორე ტურში ისე იცეკვა, ფეხზე მყესების ანთება ჰქონდა. ილიკო სუხიშვილმა ბოლო ცეკვის შემდეგ მისი გაწითლებული ფეხი რომ ნახა, გაგიჟდა, - ამ ფეხით როგორ იცეკვეო? ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ანდრიას ღირსების შეგრძნება აქვს. არაფრის მიღწევა არასწორი და უღირსი გზით არ უნდა - ეს მის ცხოვრებას ლაიტმოტივად გასდევს. ინტერვიუს სრული ვერსია წაიკითხეთ ჟურნალ "გზის" 30 ივნისის ნომერში

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება