62 წლის მილიონერი ქმრისთვის 26 წლის მოდელი ცოლი სახლში ქუსლიანი ფეხსაცმლით დადის

62 წლის მილიონერი ქმრისთვის 26 წლის მოდელი ცოლი სახლში ქუსლიანი ფეხსაცმლით დადის

26 წლის მოდელი ქსენია დელი, რომელიც სუპერპოპულარული გახდა ჯასტინ ბიბერის ცნობილი სიმღერის What Do You Mean? კლიპის წყალობით, რამდენიმე კვირის წინ ეგვიპტელ მილიონერს, 62 წლის ოსამა ფატი რაბა ალ შარიფს გაყვა ცოლად. "ოცნების მამაკაცამდე" ლამაზმანი მუსიკოს ეგორ კრიდს ხვდებოდა, დადიოდა ჭორები მისი და თინეიჯერების კუმირის - ჯასტინ ბიბერის სასიყვარულო ურთიერთობაზეც.

წყვილმა გრანდიოზული ქორწილი კუნძულ სანტორინიზე გადაიხადა. ქორწილის ბიუჯეტმა 1 მილიონს ევროს გადააჭარბა. ზუჰაირ მურადის ფანტასტიკური კაბა, ყვავილებით მორთული ზღაპრული კუნძული და ცნობილი სტუმრები - ბერძნულ კუნძულზე გამართულ წვეულებას 150 სტუმარი საესწრო.

ქსენია საქორწინო მოგზაურობიდან ახლახან დაბრუნდა, ახლა კი საკუთარ ყოველდღიურობას ინსტაგრამზე აღწერს. ერთ-ერთ ფოტოზე ქსენიამ ასეთი წარწერა გააკეთა: "ძალიან მომწონს სახლში ქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული. რატომაც, არა? ქალი ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს ლამაზად უნდა გამოიყურებოდეს".

მომზადებულია cosmo.ru-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება