რას საქმიანობდნენ მილიარდერები, სანამ გამდიდრდებოდნენ

რას საქმიანობდნენ მილიარდერები, სანამ გამდიდრდებოდნენ

მარკ ცუკერბერგი - "ფეისბუქის" დამაარსებელი

ქონება: 34,9 მილიარდი დოლარი

პირველი სამუშაო: "ფეისბუქის" მფლობელი

მარკი იმ იშვიათ მილიარდერთაგანია, რომლებმაც წარმატებას დამოუკიდებლად და პროფესიონალური ჩავარდნების გარეშე მიაღწიეს. ის ჯერ კიდევ თავის პირველ კომპანიაში მუშაობს.

ჯორჯ ლუკასი - რეჟისორი

ქონება: 5 მილიარდი დოლარი

პირველი სამუშაო: მასწავლებლის ასისტენტი

ვარსკვლავური ომების შემოქმედი უნივერსიტეტში სწავლის დროს კადეტებს დოკუმენტური კინოს ხელოვნებას ასწავლიდა. უფრო სწორად, ხანდახან მასწავლებელს ცვლიდა ხოლმე.

მაიკლ დელი - კომპანია "დელის" პრეზიდენტი

ქონება: 18,2 მილიარდი დოლარი

პირველი სამუშაო: ჭურჭლის მრეცხავი ჩინურ რესტორანში

უფროს კლასებში სწავლისას დელმა იმ დროისთვის სერიოზული ბიზნესი შექმნა - ფილატელისტური ბირჟა, ხოლო მარკების საყიდ ფულს ჭურჭლის რეცხვით აგროვებდა.

ელონ მასკი - "თესლა მოტორსის", "ფეიფალის" და "სფეისიქსის" დამაარსებელი

ქონება: 11,9 მილიარდი დოლარი

პირველი სამუშაო: ვიდეო თამაშების შემქმნელი

მასკი 10 წლის იყო, როდესაც დამოუკიდებლად ისწავლა პროგრამირება, 12 წლისამ კი პირველი პროგრამა დაწერა. ამჟამად ის კერძო კოსმოსური სადგურის მშენებლობითაა დაკავებული.

ფილ ნაითი - კომპანია "ნაიკის" დირექტორი

ქონება: 22,4 მილიარდი დოლარი

პირველი სამუშაო: საგაზეთო ასისტენტი

ახალგაზრდა ნაითი მამაზე გაბრაზდა, რადგან ამ უკანასკნელმა შვილი საკუთარ გაზეთში სამუშაოდ არ აიყვანა. ამიტომ ის მამის კონკურენტ ფირმაში მოეწყო სამუშაოდ და სატურნირო ტაბლოებს ავსებდა თითოეული ნომრისთვის.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება