"სუხიშვილების" ხუთი "ანგელოზი"

"სუხიშვილების" ხუთი "ანგელოზი"

ანა ქორიძე

"სუხიშვილებში" მოხვედრა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ოცნება რეალობად მექცა. ყოველთვის ვამბობ, რომ როდესაც "სუხიშვილი" ხარ, ბევრად სწრაფად ცხოვრობ, ვიდრე სხვები. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და მეამაყება, რომ იმ გუნდის ნაწილი ვარ, რომელსაც მსოფლიომ "მერვე საოცრება" უწოდა.

თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს. ჩემი ჰობი ცეკვა და მოგზაურობაა, რომელიც, ამავდროულად, ჩემს პროფესიადაც იქცა. მიყვარს კითხვა, თხილამურები, თუმცა დროის სიმცირის გამო, განტვირთვას იშვიათად ვახერხებ. საუკეთესო დასვენება ჩემთვის ზღვა და მზეა. საყვარელი ადამიანისა და მეგობრების გარემოცვაში ყოფნა კი, იმ ენერგიის აღდგენაში მეხმარება, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში ვხარჯავ.

პროფესიიდან გამომდინარე, ვცდილობ ყოველთვის შევინარჩუნო კარგი ფიზიკური ფორმა. წონის პრობლემა არასოდეს მქონია, არც განსაკუთრებული დიეტა დამიცავს. სხვებსაც ვურჩევდი ივარჯიშონ, იარონ ფეხით და იცურაონ. თუმცა მიმაჩნია, რომ ლამაზი ქალის საიდუმლო მაინც მისი შინაგანი მდგომარეობაა - ინტელექტი, ბედნიერი ოჯახი, საყვარელი საქმე და ჯანსაღი გარემო, ყველაზე მეტად ალამაზებს ქალს.

ნათია ბაკურაძე

მთელი ჩემი ცხოვრება ამ ანსამბლთანაა დაკავშირებული. ეს, ერთდროულად, უდიდესი პატივიცაა და პასუხისმგებლობაც. ანსამბლის წევრობა არ ნიშნავს მხოლოდ კარგად ცეკვას - თითოეული ჩვენგანი "სუხიშვილების" სახეს წარმოადგენს, შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობ კარგი ფიზიკური ფორმა შევინარჩუნო. ამაში ყოველდღიური ვარჯიში ძალიან მეხმარება. ზოგადად, მიყვარს ბუნებრიობა და ჩემი სილამაზის საიდუმლოც ეს გახლავთ, თუმცა, როცა საჭიროება მოითხოვს, არც მაღალქუსლიან ფეხსაცმელსა და მაკიაჟზე ვამბობ უარს. ყველა ქალბატონს ვურჩევ, იყვნენ ბუნებრივები, ლამაზები და მუდამ შეყვარებულები  განაგრძეთ კითხვა OK!-ზე და დაათვალიერეთ ფოტოები

"უცებ გადაწყვიტეს... მირანდა ძალიან ბედნიერია" - ქართველი მოდელი, მიმი შელია რუსი მილიარდერის სკანდალურ შვილიშვილზე დაქორწინდა

მარინა ჯანაშია მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს - ფოტორეპორტაჟი

მარინა ჯანაშია რუსთაველის თეატრიდან გამოასვენეს