ჯექსონის პირადი ექიმის სკანდალური განცხადება: "მაიკლს 12 წლის ნათლულზე სურდა დაქორწინება და 11 წლის ემა უოთსონი უყვარდა"

ჯექსონის პირადი ექიმის სკანდალური განცხადება: "მაიკლს 12 წლის ნათლულზე სურდა დაქორწინება და 11 წლის ემა უოთსონი უყვარდა"

მაიკლ ჯექსონს თავისივე ნათლული მაშინ შეუყვარდა, როდესაც გოგონა 5 წლის იყო, - ამ სკანდალურ განცხადებას პოპის მეფის პირადი ექიმი კონრად მიურეი აკეთებს. გოგონა მაიკლის უახლოესი მეგობრის, მსახიობ მარკ ლესტერის ქალიშვილი იყო. როდესაც ჰარიეტი 12 წლის გახდა, მომღერალი იმდენად იყო ნათლულით შეპყრობილი, რომ სურდა მასზე რაც შეიძლება სწრაფად დაქორწინებულიყო.

წიგნში This Is It, რომელშიც 63 წლის მიურეი მეგა-ვარსკვლავთან მუშაობის შესახებ ყვება და მის საიდუმლოებებს ამხელს, ექიმი ასევე წერს, რომ მოგვიანებით ჯექსონს "ჰარი პოტერის" ვარსკვლავი, 11 წლის ემა უოთსონი შეუყვარდა. თუ უარს მიიღებდა ნათლულისგან, ჯექსონი უოთსონის ცოლად შერთვას აპირებდა.

63 წლის ექიმი მიურეი წერს, რომ ჯექსონი მას თავის ახლო მეგობრის ქალიშვილის სიყვარულში გამოუტყდა. "მაიკლს ჰარიეტი მაშინ შეუყვარდა, როდესაც გოგონა 5 წლის იყო. როდესაც 12-ს გახდა, მთხოვა, გავყოლოდი გოგონას მამასთან ქორწინების თაობაზე მოსალაპარაკებლად. მითხრა, რომ გოგონას მამა მარკ ლესტერი იყო, მისი ახლო მეგობარი. როდესაც ვკითხე, გოგონა რამდენი წლისაა-თქო, მითხრა, ზუსტად არ ვიციო, დაახლოებით 12-ის იქნებაო. მე ვუთხარი, რომ ასეთ პატარა ასაკში ქორწინება ნებადართული არ იყო. პირობა მიმაცემინა, რომ ამის შესახებ კრინტს არ დავძრავდი", - იხსენებს მიურეი.

მისივე თქმით, ჯექსონს 2001 წელს, როდესაც "ჰარი პოტერი" იხილა, თავდავიწყებით შეუყვარდა ჰერმიონ გრეინჯერის როლის შემსრულებელი ემა უოთსონი, რომელიც იმ დროს მხოლოდ 11 წლის იყო. "ის მისთვის მეორე არჩევანი იყო, თუ ჰარიეტთან არ გამოვიდოდა ქორწინება" - დასძენს პოპის მეფის პირადი ექიმი.

მომზადებულია mirror.co.uk-ს მიხედვით

წაიკითხეთ: რა იპოვეს ოთახში, სადაც მაიკლ ჯექსონი გარდაიცვალა - შოკისმომგვრელი ფოტოები პოპის მეფის საძინებლიდან

"დავურეკე მეგობრებს და მივულოცე..." - არის თუ არა ქეთა თოფურია ორსულად? მომღერლის პირველი კომენტარი

კავკასიაში პირველი მუზეუმი ნაქალაქარზე - ფოტოები ვანის არქეოლოგიური მუზეუმიდან, სადაც გამოფენა გაიხსნა

"მამამ მითხრა, - თუ სიყვარულს უცხოეთში გაეკიდები, იცოდე, შენი სამშობლოს ვალიდან ვერასდროს ამოხვალო!" - ქალი, რომელიც იტალიაში ქართული მწერლობის უპირველეს დესპანად იქცა