"თბილისში გადმოსახლებას არ აპირებს, არც ბინას ყიდის" - როგორ ცხოვრობს სტანისლავ ბონდარენკო "ცეკვავენ ვარსკვლავების" შემდეგ

"თბილისში გადმოსახლებას არ აპირებს, არც ბინას ყიდის" - როგორ ცხოვრობს სტანისლავ ბონდარენკო "ცეკვავენ ვარსკვლავების" შემდეგ

მეგაშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეექვსე ეპიზოდი დასრულდა და ვნებათაღელვაც ჩაცხრა. პროექტს ბევრი კარგი მონაწილე ჰყავდა, მაგრამ მსახიობ სტანისლავ ბონდარენკოს კონკურსში მონაწილეობამ ქართველი მაყურებელი განსაკუთრებით გამოაცოცხლა. რუსეთიდან მოწვეულ უკრაინელ მსახიობს საქართველოში უამრავი გულშემატკივარი აღმოაჩნდა, რომელთა წყალობითაც, ფინალურ შოუში პირველი ადგილი დაიმსახურა, პრიზად კი - ბინა ერგო თბილისში. ინტერესი სტასის მიმართ კვლავაც არ ცხრება, რადგან ბევრს აინტერესებს მისი ამბები.

რადგან ბონდარენკო ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, ჩვენ საქართველოში მსახიობის წარმომადგენელს, ნათია ქარდავას დავუკავშირდით: "იმის მერე, რაც კონკურსში გაიმარჯვა, ემოციას ვერ ფარავდა... აქ ყოფნისას მუდმივად იმას ამბობდა, რომ ქართველები გამორჩეულად სტუმართმოყვარე ხალხი ხართო. გიჟდებოდა, როცა ყველგან ემოციებითა და ღიმილით ხვდებოდნენ. მოკლედ, ამ ყველაფერს დიდად აფასებდა'', - გვითხრა ნათიამ. 

- გამარჯვების შემდეგ მისი ცხოვრება ისე ხომ არ შეიცვალა, რომ თბილისში გადმოსვლას აპირებს?

- გამარჯვებიდან რამდენიმე დღეში წავიდა, მოსკოვს დაუბრუნდა, იმის შემდეგ აღარ ჩამოსულა. აქ გადმოსახლებას არ აპირებს და არც იმ ბინას ყიდის, იქ თვითონ იცხოვრებს მაშინ, როცა თბილისში ჩამოვა. საქართველოში ცოტა ხანში ველოდებით, რადგანაც ბათუმში, 15 აგვისტოს სპექტაკლი აქვს დანიშნული... 

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფინალო შოუზე სტასს შვილთან ერთად, მსახიობის დედაც იმყოფებოდა...

- კი, დედა იყო ჩამოსული, ფინალს დაესწრო. რაც შეეხება შვილს, ის აქ ერთი თვე დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ მამამისი მთელი ის პერიოდი მოსკოვში მიდი-მოდიოდა, ბავშვი აქ, ჩვენთან, მის მეგობრებთან იყო.

- რას ეტყვით დამატებით მის გულშემატკივრებს, - როგორი ადამიანია?

- მხიარული, ყურადღებიანი, მასზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. ხშირად ეხვევა კურიოზებში, მასთან ერთად არ მოიწყენ, მხიარულია, ამიტომ სულ სასაცილო სიტუაციებშია... მასთან გატარებული ყოველი დღე საქართველოში, საქმიანი ურთიერთობა, მხოლოდ დადებითად მინდა დავახასიათო. კი, სტასთან მუშაობა ნამდვილად სასიამოვნო იყო. სულაც არ არის ჭირვეული, ყველანაირად უპრობლემო ადამიანია, ყოველ შემთხვევაში, ამ სამი თვის მანძილზე ასე იყო და ასეთად ვიცნობ.

- ახლა რით არის დაკავებული მოსკოვში?

- თეატრში მუშაობს, სეზონი ჯერჯერობით არ არის დახურული.

- არც მის პირად ცხოვრებაშია სიახლე?

- არა, ყველამ ვიცით, რომ ის თავისუფალია.

- ე.ი. ისევ თავისუფალია და ქართველ გოგონაზე არ გაუკეთებია არჩევანი?

- არა. ისევ თავისუფალია.

- ცოტა ხნის წინ ''ისტაგრამზე'' მოტოციკლზე გადაღებული ფოტოები ატვირთა. კარგი ბაიკერია?

- მოტოციკლი მისი დიდი გატაცებაა და მოტოზე გადაღებული ფოტოები მართლაც ატვირთა. საკმაოდ კარგი ბაიკერია. აქ ამისთვის დრო არ ჰქონდა...  

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება