"ქართველი ირინა შეიკი" და რუსი ფეხბურთელი ერთმანეთს დაშორდნენ

"ქართველი ირინა შეიკი" და რუსი ფეხბურთელი ერთმანეთს დაშორდნენ

9-თვიანი ურთიერთობის შემდეგ რუსი ფეხბურთელი ფიოდორ სმოლოვი ქართველ მოდელ მირანდა შელიას დაშორდა.

რუსეთის ნაკრების 26 წლის თავდამსხმელისა და 24 წლის "ქართველი ირინა შეიკის" დაშორების შესახებ ინფორმაციას გამოცემა life.ru წყვილის მეგობარზე დაყრდნობით ავრცელებს. წყვილი მალევე დაშორდა მას შემდეგ, რაც სმოლოვი ევრო 2016-ში მონაწილეობის შემდეგ, საფრანგეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს, სმოლოვმა საყვარელი ქალი საფრანგეთში წაიყვანა, სადაც მირანდა შელია ფუფუნებაში ატარებდა არდადეგებს: ცხოვრობდა ძვირადღირებულ სასტუმროში Four Seasons George V, საფრანგეთის დედაქალაქის საუკეთესო რესტორნებში მეგობრებთან ერთად ვახშმობდა და ბრენდულ მაღაზიებში ძვირადღირებულ სამოსს იძენდა.

ფეხბურთელმა ქართველ მოდელთან ურთიერთობა 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც მეუღლეს, მოდელსა და ტელეწამყვან ვიქტორია ლოპირევას დაშორდა.

ფოტოზე: სმოლოვი ყოფილ მეუღლესთან ვიქტორია ლოპირევასთან ერთად

ლოპირევა რამდენიმე დღის წინ მიმი შელიამ საქვეყნოდ გალანძღა. თბილისში ყოფნის დროს, ქუჩაში სეირნობისას შელიამ "პერისკოპით" ფანებთან გასაუბრება გადაწყვიტა.

იხილეთ ვიდეო

საუბრის დროს მას კითხვები ბოიფრენდის ყოფილი მეუღლის შესახებაც დაუსვეს, რაზეც ქართველმა მოდელმა ასე უპასუხა: "გთხოვთ, ნუ ვილაპარაკებთ ამ ქალზე. ის არ არის ღირსი, რომ მასზე ვისაუბროთ. თავის ჭკუაზე არ არის. საერთოდ, შეიძლება მას ვუწოდოთ ქალი? ის ვერაფრით დამშვიდდა. როდესაც 33 წლის ქალს ჭკუის ხმარება არ შეუძლია, რა მაგალითი უნდა აიღო მისგან?", - უპასუხა ფანების კითხვას მიმი შელიამ.

ასევე წაიკითხეთ: მიმი შელიას მდიდრული ცხოვრება - რას წერს რუსული მედია ფეხბურთელ სმოლოვის ქართველ საცოლეზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება