აუცილებელი ინფორმაცია ბათუმის ჯაზ-ფესტივალის სტუმრებისთვის

აუცილებელი ინფორმაცია ბათუმის ჯაზ-ფესტივალის სტუმრებისთვის

ბათუმის ჯაზ-ფესტივალის ორგანიზატორები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ბათუმის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში ჯეიმი კალუმის ნაცვლად კონცერტს ნიკ ვესტი გამართავს. 22 ივლისს, ბათუმის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში, მომღერალ ჯეიმი კალუმის ნაცვლად, კონცერტს ამერიკელი ბასისტი, კომპოზიტორი და მომღერალი - ნიკ ვესტი გამართავს.

ჯაზის და პოპის ცნობილი ინგლისელი შემსრულებელი ჯეიმი კალუმი ბათუმს თურქეთში მომხდარი უკანასკნელი მოვლენების გამო ვეღარ სტუმრობს. მომღერალი საქართველოს მოგვიანებით, 10 ნოემბერს, ამჯერად, თბილისის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში ეწვევა. ბათუმის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე, მის ნაცვლად, მსმენელის წინაშე საათნახევრიანი საკონცერტო პროგრამით არაორდინალური გარეგნობითა და საოცარი ექსპრესიით გამორჩეული ამერიკელი ბასისტი, კომპოზიტორი და მომღერალი ნიკ ვესტი წარდგება.

მას, ვინც ჯეიმი კალუმის კონცერტის ბილეთი უკვე შეიძინა, ორი გზიდან მისთვის სასურველის არჩევის შესაძლებლობა ეძლევა:

1. ჯეიმი კალუმის კონცერტზე დასასწრები ბილეთით მსმენელი შეძლებს ნიკ ვესტის კონცერტზე დასწრებას;

2. სურვილის შემთხვევაში, მსმენელს ბილეთის უკან დაბრუნების საშუალება აქვს - გადახდილი თანხა სრულად ანაზღაურდება", - ნათქვამია განცხადებაში.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება