Scorpions საქართველოში კონცერტს გამართავს

Scorpions საქართველოში კონცერტს გამართავს

როკ-ჯგუფმა Scorpions-მა ოფიციალურ ვებ-გვერდზე დააანონსა, რომ საქართველოში, კონკრეტულად შეკვეთილში მდებარე BLACK SEA ARENA-ს საკონცერტო დარბაზს 20 აგვისტოს კონცერტს გამართავენ. ლეგენდარული როკ-ჯგუფი საქართველოში 50 წლის საიუბილეო ტურნეს ფარგლებში ჩამოვა. საქართველომდე მათ კონცერტები გერმანიაში, საფრანგეთში, ფინეთსა და ჩინეთში ექნებათ.

BLACK SEA ARENA-ს ღონისძიებების ხელმძღვანელი ანა კავლელიშვილი ამ ეტაპზე მედიასთან დეტალებზე არ საუბრობს. მისი თქმით, Scorpions-ის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მომავალ კვირას პრესკონფერენცია გაიმართება.

"შემდეგ კვირაში უფრო შეგვიძლია დეტალებზე ვისაუბროთ, რადგან სწორედ მაგ დროს გახდება ყველა დეტალი ცნობილი. ზუსტად გვეცოდინება, რა გადაწყდა და მივიღეთ თუ არა თანამშრომლობის გადაწყვეტილება," - აღნიშნა ანა კავლელიშვილმა.

ლუკა გურული

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება