მილა კუნისმა გაამხილა, თუ როგორ დაიწყო რომანი ეშტონ კატჩერთან

მილა კუნისმა გაამხილა, თუ როგორ დაიწყო რომანი ეშტონ კატჩერთან

პოპულარულ ამერიკელ ტელეწამყვან ჰოვარდ სტერნთან შოუში ვიზიტისას მსახიობმა მილა კუნისმა ისაუბრა, თუ როგორ გაიცნო მეუღლე ეშტონ კატჩერი. ისინი პირველად თინეიჯერობის წლებში შეხვდნენ ერთმანეთს. მილა 14 წლის იყო, ეშტონი 19-ის. სერიალში ”70-იანების შოუ” ისინი შეყვარებულებს განასახიერებდნენ. როგორც მილა ყვება, ეშტონი საერთოდ არ მოსწონდა ვიზუალურად და მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა ქონდათ. ერთხელ ეშტონმა სახლში მიიპატიჟა, თუმცა არა მასთან დაახლოების მიზნით, არამედ თავისი მეგობრის გასაცნობად. სერიალის დასრულების შემდეგ კატჩერს და კუნისს მრავალი წელი აღარ უნახავთ ერთმანეთი. 2012 წელს ისინი შემთხვევით გადაეყარნენ ერთმანეთს ჰოლივუდურ წვეულებაზე და მას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

”მახსოვს, ოთახში შევედი და ბიჭი დავინახე, ზურგით იდგა. გავიფიქრე, რა მაღალია-თქო. შემდეგ მობრუნდა და უცებ გამიელვა, რომ საშინლად სიმპათიური იყო. კინოს სცენასავით მოხდა ყველაფერი. სუნთქვა შემეკრა”, - აღიარებს მსახიობი. აქედან დაიწყო მათი ურთიერთობა. თავიდან თვლიდნენ, რომ ეს მხოლოდ გართობა იყო, თუმცა რამდენიმე თვეში გააცნობიერეს, რომ ყველაფერი სერიოზული იყო. თავიდან დაქორწინებაზე თავს იკავებდნენ, რადგან ეშტონს დემი მურთან 8-წლიანი ქორწინების შემდეგ პირველად ჰქონდა ხანგრძლივი ურთიერთობა, კუნისი კი მაკოლი კალკინთან ცხრაწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ხვდებოდა კატჩერს. ”დარწმუნებულები ვიყავით, რომ არასოდეს დავქორწინდებოდით, მაგრამ მალევე მივხვდით, რომ გვსურდა ერთმანეთის მეუღლეები ვყოფილიყავით”, - განაცხადა მილამ.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება