ლედი გაგა საქმროს დაშორდა

ლედი გაგა საქმროს დაშორდა

ლედი გაგა საქმროს, მსახიობ ტეილორ კინის დაშორდა. თუმცა წყვილი იმედს იტოვებს, რომ მომავალში შერიგებას მოახერხებენ. ”გთხოვთ, მხარი დაგვიჭირეთ. ჩვენ ხომ ისევ გვიყვარს ერთმანეთი”, - წერს გაგა სოციალურ ქსელში.

როგორც მომღერალი ირწმუნება, ეს რთული გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ თითქმის ვერ ახერხებდნენ ერთმანეთის ნახვას სამუშაო გრაფიკის გამო. ”ორივენი ამბიციურები ვართ და გვიყვარს ჩვენი საქმე. იმედი გვაქვს შევძლებთ ჩვენი რომანი დისტანციის მიუხედავად შევინარჩუნოთ”, - აცხადებს გაგა. წყვილი 2015 წელს დაინიშნა. დღემდე ყველა თვლიდა, რომ მათ ურთიერთობაში ყველაფერი წესრიგში იყო.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება