ბათუმში კონცერტს კრის ბრაუნის ნაცვლად ბასტა რაიმსი გამართავს

ბათუმში კონცერტს კრის ბრაუნის ნაცვლად ბასტა რაიმსი გამართავს

23 ივლისს, ბათუმის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში, ამერიკელი პოპვარსკვლავის კრის ბრაუნის ნაცვლად კონცერტს ცნობილი ამერიკელი რეპერი, პროდიუსერი და მსახიობი ბასტა რაიმსი გამართავს.

კრის ბრაუნი ბათუმს თურქეთში მომხდარი უკანასკნელი მოვლენების გამო ვეღარ სტუმრობს. კომპანია "ისთერნ პრომოუშენსის" დიდი ძალისხმევის შედეგად, ერთ დღეში გაფორმდა კონტრაქტი ამერიკელ რეპერთან ბასტა რაიმსთან, რომელიც მსმენელის წინაშე 23 ივლისს საათნახევრიანი პროგრამით წარდგება.

მას, ვინც კრის ბრაუნის ბილეთი უკვე შეიძინა, შესაძლებლობა ექნება ბასტა რაიმსის კონცერტს დაესწროს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება