როგორ გამოიყურება ნოდიკო ტატიშვილის ბათუმური ბინა

როგორ გამოიყურება ნოდიკო ტატიშვილის ბათუმური ბინა

მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა სულ რაღაც ორი კვირის წინ დაასრულა ბათუმში საკუთარი ბინის რემონტი. შედეგით კმაყოფილია და ამბობს, რომ ზღვაზე გასვლაც არ უნდა, ისე მოსწონს ახალ სახლში ყოფნა. თვლის, რომ ორმაგად სასიამოვნოა, როცა საკუთარი შრომის და მუშაობის შედეგად ნაყიდ ბინაში ისვენებს.

- რას ნიშნავს შენთვის იდეალური სახლი?

- იდეალური სახლი ალბათ ნიშნავს იმას, რომ ყველა პირობას იქმნი სრული კომფორტისთვის. სიმყუდროვეს რაც შეეხება, ამას ალბათ ყველაფერი ერთად ქმნის, სახლის სტრუქტურა, განლაგება, ავეჯი, ფერები და კომფორტიც. თბილისში სადაც დაბადებიდან ვცხოვრობ, ვფიქრობ, რომ ჩემთვის ყველაზე იდეალური სახლიცაა და მყუდროც. სულ ვცდილობ თავისუფალი დრო ჩემს ოჯახთან ერთად გავატარო ჩემს სახლში. ამას ბოლო წლებია განსაკუთრებით ვცდილობ, იმიტომ, რომ არ მაქვს ფუფუნება, დიდი დრო დავყო სახლში.

- სულ ახლახან დაასრულე რემონტი ბათუმში არსებულ ბინაში. აკმაყოფილებს შენს მოთხოვნებს?

- ბათუმის ბინას რაც შეეხება, რემონტი დავასრულე ორი კვირის წინ, რამდენიმე დღით გავჩერდი კიდეც და აბსოლუტურად აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს და არამარტო. ძალიან მყუდრო, კომფორტული, სადა, უბრალოა, ამავდროულად დასასვენებლადაც იდეალური გამოვიდა. სახლის მშენებლობა 2013 წელს დასრულდა და მხოლოდ წელს დავიწყე რემონტის გაკეთება. 2 თვეში დავასრულეთ. ამის შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან რთული ყოფილა რემონტის პროცესი, მაგრამ შედეგმა დამამშვიდა და კმაყოფილი დავრჩი  განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები

"10 დღე ვიწექი საავადმყოფოში, ვიბრძოლე და გამოვედი მდგომარეობიდან" - როგორია თემურ წიკლაურის ცხოვრება ქალაქგარეთ, ინსულტის გადატანის შემდეგ

ქართული კინოს მშვენება, რომელსაც ზვიად გამსახურდიას მხარდაჭერის გამო განუდგნენ - "ბევრმა ახლობელმა ატკინა გული.."

"ლელა საკონცერტოდ გამოეწყო და მეუბნება: მანქანა გასარეცხად მიმყავსო" - როგორ გაატარეს კარანტინი "მამულიჩამ" და ლელა წურწუმიამ