რას წერს ბრიტანული გამოცემა Daily Mail ქართველი ოლიმპიელი დედა-შვილის შესახებ

რას წერს ბრიტანული გამოცემა Daily Mail ქართველი ოლიმპიელი დედა-შვილის შესახებ

ყოფილი ჩემპიონი სროლაში ნინო სალუქვაძე თავის მერვე ოლიმპიადაზე მიემგზავრება. მას ბევრი მიზეზი აქვს ამაყობდეს თავის კარიერით, მაგრამ წელს რიოში მიმდინარე ოლიმპიადა მაინც განსაკუთრებული დღესასწაული იქნება მისთვის, რადგან იქ თავის 18 წლის ვაჟთან ერთად იასპარეზებს. დღემდეც ყოფილა შემთხვევები, რომ დედა და შვილი ერთ სპორტში ასპარეზობდნენ, მაგრამ პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც დედა და შვილი ერთ ოლიმპიადაზე იასპარეზებენ.

სალუქვაძის შვილი ცოტნე მაჭავარიანი 10 მეტრ დისტანციაზე პისტოლეტის სროლაში ევროპის ჩემპიონატზე მიღებული შედეგით დაუშვეს ოლიმპიურ თამაშებზე. ”ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ქართულ სროლის ფედერაციას წარმოვადგენ, მაგრამ ორჯერ უფრო ბედნიერი ვარ როგორც დედა, იმის გამო, რომ ჩემმა შვილმა ოლიმპიადაზე მონაწილეობის კვალიფიკაცია მოიპოვა” - ამბობს სალუქვაძე.

სალუქვაძემ 1988 წელს სეულის ოლიმპიურ თამაშებზე 25 მეტრ დისტანციაზე სროლაში საბჭოთა კავშირის სახელით ოქროს მედალი მოიპოვა. მაშინ ის 25 წლის იყო. სალუქვაძე 2008 წლის პეკინის ოლიმპიადის შემდეგ ნამდვილი სელებრითი გახდა. 2008 წელს საქართველოს და რუსეთს შორის ომი მოხდა. ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ, ნინომ რუს მსროლელს პოდიუმზე აკოცა მშვიდობის დემონსტრირების მიზნით. ”რატომ გააკვირვა ამ ჟესტმა ყველა? ჩვენ სპორტსმენები ვართ, ჩვენს შორის კონფლიქტი არ არის”, - ამბობს ნინო. 

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება