აგილერას კონცერტზე დიდი მოთხოვნის გამო, დამატებით Silver Ring-ის 50-ლარიანი ბილეთები გაიყიდება

აგილერას კონცერტზე დიდი მოთხოვნის გამო, დამატებით Silver Ring-ის 50-ლარიანი ბილეთები გაიყიდება

შეკვეთილის გრანდიოზულ საკონცერტო დარბაზს Black Sea Arena-ს ცნობილი პოპ-მომღერალი კრისტინა აგილერა გახსნის. 30 ივლისის საღამოს დაგეგმილი შოუსთვის დარბაზი თითქმის მზად არის. ორგანიზატორებს აგილერას ფანებისთვის კარგი სიახლე აქვთ. პარტერის ნაწილს დაემატა ე.წ Silver Ring, სადაც გულშემატკივრებს ვარსკვლავთან ახლოს ყოფნის საშუალება უფრო ხელმისაწვდომ ფასად ექნებათ.

პარტერის ნაწილში - Golden Ring-ის ბილეთი 100 ლარი ღირს, ხოლო Silver Ring - 50 ლარი. Black Sea Arena-ს დირექტორის დიმიტრი ბერიძის განმარტებით, "სილვერ რინგში" მოხვედრის მსურველებისთვის 2 000-მდე ბილეთი გაიყიდება:

"თავდაპირველად, პარტერის ნაწილზე გამოვაცხადეთ, რომ გაიყიდებოდა როგორც "გოლდენ რინგი". იმის გამო, რომ დიდი ინტერესი გაჩნდა ფეხზე დასადგომ ადგილებზე და ზოგიერთისთვის ხელმისაწვდომი არ იყო, გადავწყვიტეთ, პარტერი გაგვეყო და დავამატეთ "სილვერ რინგი", რომლის ბილეთის ფასიც სულ რაღაც 50 ლარი იქნება.

ეს საუკეთესო შესაძლებლობაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც კრისტინა აგილერასთან სიახლოვე უნდა. ჯამში პარტერი 4 000 ფეხზე მდგომზეა გათვლილი. "გოლდენ რინგში" 200-მდე ადგილია დარჩენილი და იყიდება ბილეთები, ხოლო "სილვერ რინგში" 2 000-მდე ბილეთია ხელმისაწვდომი", - აღნიშნა დიმიტრი ბერიძემ.

დარბაზში დასაჯდომი ადგილების რაოდენობა 6 400-მდეა, ამ ეტაპზე გაყიდულია 4 500-ზე მეტი ბილეთი. შოუ 30 ივლისს საღამოს დაიწყება. ზუსტი დრო უცნობია, თუმცა მსმენელებისთვის დარბაზი 19:00 საათიდან გაიღება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია საიტზე: tkt.ge

ნინო ხოზრევანიძე

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება