"ნუცასთან საერთო არაფერი მაქვს... თუმცა ნუცას აქვს თავისი სიმართლე"

"ნუცასთან საერთო არაფერი მაქვს... თუმცა ნუცას აქვს თავისი სიმართლე"

მსახიობი ანი ბებია სერიალ "ხელოვნურ სუნთქვაში" ერთ-ერთ მთავარ გმირს, ნუცას თამაშობს, სწორედ მისი პერსონაჟის ირგვლივაა ის კვანძი შეკრული, რომლის გახსნასაც მაყურებელი მოუთმენლად ელოდება. ანის სერიალსა და პირადზე ვესაუბრეთ.

- მსახიობობა თავიდანვე მინდოდა, ოღონდ ეს მხოლოდ სურვილი იყო, არ ვემზადებოდი ამისთვის. მისღებ გამოცდებამდე ორი თვით ადრე მივიღე თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარების გადაწყვეტილება და ჩავაბარე კიდეც... თუ საკურსო ნამუშევრებს და პატარ-პატარა გადაღებებს არ ჩავთვლით, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ჩემი პირველი სერიოზული როლი შედგა "იმედის" სერიალ "ფსიქოპათთა თამაშებში", სადაც ჟურნალისტს ვასახიერებდი. "ხელოვნურ სუნთქვაში" კასტინგის მეშვეობით მოვხვდი, მაგრამ მანამდე "ჩემი ცოლის დაქალებში" ეპიზოდური როლი შევასრულე, შესაბამისად, მათ ბაზაში ვიყავი დაფიქსირებული. როცა "ხელოვნურ სუნთქვაზე " დაიწყეს მუშაობა, დამირეკეს, მივედი კასტინგზე და დამამტკიცეს. ეს ჩემთვის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, რისთვისაც მადლობა უნდა ვუთხრა "ფორმულა კრეატივს" და სცენარისტებს, რომლებმაც ძალიან მაგარი გმირი შექმნეს და მისი მაყურებლამდე მიტანა მე დამაკისრეს.

- რთული იყო ამ პერსონაჟის - ნუცას შექმნა? გგავთ რაიმეთი?

- მე ნუცასთან საერთო არაფერი მაქვს და ალბათ ამიტომ იყო რთული და იმავდროულად საინტერესო მისი შექმნა. ჩემი აზრით, უცნაური, განსხვავებული პიროვნებაა ნუცა, აქვს ისეთი თვისებები, რაც მე არ მახასიათებს და უცხოა ჩემთვის. ვერ ვიტყვი, მაინცდამაინც გამიჭირდა თუ არა გმირზე მუშაობა, უბრალოდ ბევრს ვფიქრობ მასზე და მგონი გამოვიდა ის, რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ სერიალზე მომუშავე გუნდს.

- როგორც ცოლი, როგორც ქალი ამართლებთ ნუცას საქციელს?

- არა, მე როგორც ანი, არ ვამართლებ, თუმცა, თავად ნუცას აქვს თავისი სიმართლე. ჩემი აზრით, ოჯახის შექმნა ცოტა უფრო სხვა რაღაცაა, ნუცა სხვანაირად უყურებს. მე, ანუ ანი, არ ჩავრევდი სხვას ჩემს ცხოვრებაში, არ მოვახდენინებდი გავლენას არც დედას, არც დედამთილს. განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება