ოპერის თეატრის გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღადგინეს

ოპერის თეატრის გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღადგინეს

ოპერის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით კინწურაშვილის მიერ გათავისუფლებული ოთხი თანამშრომელი სამსახურში აღადგინეს.

აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში დაუდასტურეს.

მათი განმარტებით, სამსახურში აღდგენილი არიან გუნდის მსახიობები იამზე გურჩიანი, ნინო გოგინაშვილი და გოჩა გაბიძაშვილი, ასევე სამხატვრო ადმინისტრაციის უფროსი ეკატერინე გელაშვილი, რომელიც კინწურაშვილმა მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტამდე რამდენიმე საათით ადრე გაათავისუფლა.

კინწურაშვილის მიერ გამოცემულ ბრძანებაში აღნიშნული თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზად შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევა იყო მითითებული.

"ინტერპრესნიუსი"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება