რა უნდა ვიცოდეთ OPEN AIR 2016-ის შესახებ - სამხრეთ კავკასიის ყველაზე მასშტაბური ფესტივალი დაიწყო!

რა უნდა ვიცოდეთ OPEN AIR 2016-ის შესახებ - სამხრეთ კავკასიის ყველაზე მასშტაბური ფესტივალი დაიწყო!

სამხრეთ კავკასიის ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი, TBILISI OPEN AIR 2016 იწყება. სამი დღე, ოთხი სცენა, 40-ზე მეტი ქართველი და უცხოელი არტისტი და ათასობით მსმენელი - ეს არის TBILISI OPEN AIR 2016!

AIR, MORCHEEBA, UNKLE, STEVE VAI, DAMIEN RICE, TRICKY, BLUE FOUNDATION, MOTORAMA, MOODYMAN, BETOKO, ADRIATIQUE, EKO & VINDA FOLIO, NIKAKOI, FRIENDLY MOSQUITO, BACKWARMER, BEDFORD FALLS, TUJI, SAPHILEAUM, ეს არასრული ჩამონათვალია იმ არტისტების, რომლის მოსმენის საშუალებაც საფესტივალო ქალაქში, LISI WONDERLAND-ში შეგეძლებათ.

ფესტივალის პირველ დღეს, 29 ივლისს, საფესტივალო ქალაქში შემოსვლას 17:00 საათიდან შეძლებთ.

დღევანდელი დღის მთავარი მოვლენაა ბრიტანული ბენდი, SKYE & ROSS from MORCHEEBA და ლეგენდარული ფრანგული დუო, AIR.

TBILISI OPEN AIR 2016-ზე მოსულ მსმენელს, მუსიკის გარდა მრავალფეროვანი აქტივობები დახვდება: სათამაშო მოედანი "PLAYGROUND", ილიაუნის ასტრო ზონა, ზღაპრის ზონა, საკითხავი ზონა, 20-მდე კაფე-ბარი.

29 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, TBILISI OPEN AIR 2016-ის უფასო ავტობუსები გავა დელისის მეტროდან LISI WONDERLAND-მდე.

მუსიკა ათავისუფლებს!

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება