"სიშიშვლე ევროპელობა არ არის"

"სიშიშვლე ევროპელობა არ არის"

მსახიობი, მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ამერიკელ ექიმს მისთხოვდა და საცხოვრებლად მანჰეტენზე გადავიდა. ცოტა ხნის წინ ნუკი დასასვენებლად და მეგობრების მოსანახულებლად საქართველოში დაბრუნდა, რამდენიმე პროექტში ჩაერთო და მაყურებელს თავი შეახსენა. საზოგადოებამ დიდი ინტერესი გამოიჩინა მისი ოჯახური ცხოვრების მიმართ. ნუკის ბავშვობისა და თინეიჯერობის შესახებ გავესაუბრეთ.

- ნუკი, როგორი ბავშვი იყავი?

- ძალიან ცელქი, კონტაქტური და აქტიური. ბევრს ვლაპარაკობდი. განსხვა­ვებული იდეები მაწუხებდა. განსაკუთრებით მახარებდა მეგობრებთან შეხვედრა, საჩუქრების მიღება, დაბადების დღეები­, ნებისმიერი დღესასწაული, სტუმრად სიარული. ხელში თუ რამეს დავიჭერდი, ტყდებოდა. გამიზნულად ნამდვილად არ ვაფუჭებდი. დღევანდელი გადმოსახედიდან ვხვდები, რომ დედაჩემი ბევრს უძლებდა.

- რომელიმე თამაში განსაკუთრებულად ხომ არ გიყვარდა?

-მაფიოზობანას თამაში მიყვარდა. გამოძიების პროცესი მომწონდა. უფრო ხშირად მოქალაქე ვიყავი და ვცდილობდი, მაფიოზი ამომეცნო.

- ბავშვობაში ექსპერიმენტებს ატარებდი საკუთარ თავზე?

- სუსტი თმის ძირები მქონდა და დედა თმას სპეციალური ხსნარით მიმუშავებდა, ერთხელ შეეშალა და 5 წლისას წითლად გადამიღება. პირველი შემთხვევითი ექსპერიმენტი ეს იყო.

- ჰობი თუ გქონდა?

- ჰობი არა, მაგრამ ცეკვა მიყვარდა, თუმცა ჩემი მეგობრები ამბობენ, სმენა და ხმა არა გაქვსო. გამოდის, უბრალოდ ვძიგძიგებდი (იცინის). ჭარბწონიანი ვიყავი და ქართული ნარნარა ცეკვები არ მიხდებოდა, ლათინურამერიკულები უკეთესად გამომდიოდა. ასევე მწერლების გამონათქვამებს ვიწერდი, დეტექტივებს ვკითხულობდი, განსაკუთრებით შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლები მომწონდა. მიტაცებდა მუსიკაც.

- სკოლის პერიოდი როგორ გახსენდება?

- კარგად ვსწავლობდი, კლასელებთან ვმეგობრობდი და მასწავლებლებსაც ვუყვარდი, ამიტომ სკოლაში სიხარულით მივდიოდი. ჩემს პედაგოგებს დღესაც ვურეკავ. მეცადინეობას დიდ დროს ვუთმობდი, განსაკუთრებით ლიტერატურა და ინგლისური ენა მეხერხებოდა. შატალოზეც ვიპარებოდი. ერთხელ მე და ჩემი დაქალი თეონა მაღალაშვილი გავიპარეთ და რადგან წვიმდა, მასთან სახლში­ ფილმის სანახავად წავედით. დედამისი კლასის დამრიგებელთან რომ მოვიდა,­ გაიძახოდა, ჩემი შვილი შატალოზე არ წავიდოდაო. წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ სწორედ მისი ქალიშვილი იყო ორგანიზატორი.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება