შვილებმა ანჯელინასა და ბრედს განქორწინება სთხოვეს

შვილებმა ანჯელინასა და ბრედს განქორწინება სთხოვეს

მსახიობი, ბრედ პიტი ოჯახურ მდგომარეობაზე ალაპარაკდა.

დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ბრედი თაყვანისმცემლებთან ურთიერთობას მაინც ახერხებს და მათ საკუთარ ოჯახურ მდგომარეობაზე ესაუბრება.

თაყვანისმცემლებთან საუბრისას, მან გაიხსენა, თუ როგორ სთხოვდნენ შვილები ანჯელინას დაშორებოდა. ეს სერიოზული კონფლიქტის შემდეგ მოხდა, რის გამოც ანჯელინა მთელი დღე ტიროდა.

ბავშვები ხედავდნენ, თუ რამდენად რთული იყო მათთვის ამ გამოცდის გადალახვა, სწორედ ამიტომ მათ გაყრა ურჩიეს, რათა ერთმანეთის ტანჯვა დაესრულებინათ.

ჯოლიმ შვილებს აუხსნა, რომ განქორწინება ყველაზე მარტივი გადაწყვეტილებაა და გაცილებით რთულია სიტუაციაში გაერკვე, რათა ოჯახი შეინარჩუნო: "მე და მამათქვენმა ერთმანეთს შევფიცეთ, რომ ჭირსა და ლხინში ერთად ვიქნებოდით. აი ეს არის სამწუხარო" - აუხსნა ანჯელინამ.

პიტმა აღნიშნა, რომ ყოველგვარი გაუგებრობა და კონფლიქტი დაივიწყეს და კვლავ ბედნიერად ცხოვრობენ, თითქოს არაფერი მომხდარა.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება