რა ბიზნესებს ფლობენ ცნობილი რეპერები

 რა ბიზნესებს ფლობენ ცნობილი რეპერები

მსოფლიოში განთქმულ ამერიკელ ჰიპ-ჰოპ შემსრულებლებს, მუსიკალური კარიერის გარდა, წარმატებული ბიზნესიც აქვთ.

კანიე უესტი

პირველი ბიზნესპრიექტი კანიე უესტმა სადებიუტო ალბომის The College Dropout-ის წარდგენის შემდეგ დაიწყო. მან მუსიკალური ლეიბლი GOOD Music დააფუძნა. 2008 წელს უესტმა სწრაფი კვების რამდენიმე რესტორანი Fatburger გახსნა, ოთხ წელიწადში კი კრეატიული სააგენტო DONDA ჩამოაყალიბა. სააგენტო, რომელიც რეპერის დედის სახელს ატარებს, მოკლემეტრაჟიან ფილმებსა და კლიპებს უშვებს, ასევე, მუშაობს მარკეტინგის სფეროში. სტუდიის თითქმის ყველა ბოლო პროექტი კანიე უესტის შემოქმედებას უკავშირდება.

მუსიკოსი ასევე ტანსაცმლის ბრენდებთან თანამშროლობს, მათ შორის Adidas-თან, რომელთანაც ერთად გასული წლის თებერვალში სპორტული ფეხსაცმლის სერია, Yeezy 750 Boost-ი წარადგინა.

Jay Z

ცნობილი პოპ-შემსრულებლის, ბიონსს მეუღლის, Jay Z-ის ბიზნეს-იმპერია შედგება რამდენიმე კომპანიისგან, რომელიც დაკავებულია ტანსაცმლის, სასმელების, უძრავი ქონების, ინვესტირებისა და ხმისჩამწერი სტუდიების სფეროში.

2008 წელს მუსიკოსმა პროდიუსერული კომპანია Roc Nation-ი დააფუძნა, რომელთანაც სხვადასხვა დროს ისეთი ცნობილი შემსრულებლები თანამშრომლობდნენ, როგორებიც Big Sean, Rihanna, Kanye West, Grimes არიან. გასული წლის მარტში Jay Z -მ ნორვეგიული კომპანია Aspiro შეიძინა, რომელმაც სპეციალური სერვისი Tidal-ი შექმნა. აღნიშნული სერვისი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მუსიკას FLAC-ის ფორმატში უსმინოს.

რამდენიმე თვის შემდეგ Jay Z -მ 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა JetSmarter-ის აპლიკაციაში, რომლის საშუალებითაც მომხმრებელს კერძო თვითმფრინავით ფრენების დაჯავშნა შეუძლია  განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება