რუსკა მაყაშვილისა და მისი რჩეულის სასიყვარულო ისტორიის დეტალები

რუსკა მაყაშვილისა და მისი რჩეულის სასიყვარულო ისტორიის დეტალები

ქართული OK! წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ რეპორტაჟს რუსკასა და მისი რჩეულის – სანდრო ნიჟარაძის ხელმოწერის ცერემონიიდან.

თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, ადრე თუ გვიან, დგება მომენტი, როდესაც ის ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებას იღებს. ამ უზარმაზარ სამყაროში ყველაზე დიდი ბედნიერება შენი საუკეთესო მეორე ნახევრის პოვნაა. ყველაზე პოზიტიური ტელეწამყვანი და მსახიობი რუსკა მაყაშვილი, სწორედ რომ, გაბედნიერდა.

დეტალები წყვილის სასიყვარულო ისტორიის შესახებ და ყველაზე ბედნიერი დღე მათ ცხოვრებაში, როდესაც სიყვარული ნამდვილად დაფრინავს.

რუსკა, ახალი – 2016 წელი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლით დაიწყო თქვენთვის. შექმენით ოჯახი და ცხოვრება დაუკავშირეთ ადამიანს, რომლის გამო, ალბათ, "მთებსაც გადადგამდით"...

დიახ, 2015 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ის იყო, რომ ჩემმა საყვარელმა ადამიანმა – სანდრო ნიჟარაძემ ხელი მთხოვა. სანდრო მორაგბე, სპორტსმენი ბიჭი და კარგი ადამიანია. სამი წელია ერთად ვართ, და დადგა შემდგომი ეტაპის დროც. ზოგადად, სანდრო დიდი რომანტიკულობით არ გამოირჩევა, თუმცა ხელის თხოვნის ცერემონია მაინც რომანტიკული გამოუვიდა. ეს ჩემს დაბადების დღემდე 2 დღით ადრე მოხდა. მეგობრებთან ერთად, მასთან სახლში ვიყავით. უცებ მომენტი მოიხელთა, აივანზე გამიყვანა და ცოლობა მთხოვა, ბეჭედიც მაჩუქა.

სად და როდის გაიცანი სანდრო?

მე და სანდრომ ერთმანეთი ძალიან დიდი ხნის წინ, კვარიათში გავიცანით. მაშინ, ალბათ, სადღაც 14 წლის ვიყავით. მთელი ცხოვრება ვმეგობრობთ.

რამდენად ჰგავხართ ერთმანეთს?

საერთოდ, ერთმანეთისგან განსხვავებული ტიპები ვართ. ხასიათი, შეიძლება ითქვას, რომ ორივეს მძიმე გვაქვს. როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, მე საკმაოდ რთული ხასიათის ვარ, თუმცა ამას, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენს. გამოვირჩევი ემოციურობითა და ცვალებადობით. სანდროც ემოციურია, თუმცა ამას ისე მკაფიოდ, როგორც მე, არ გამოხატავს. ამავდროულად, უზომოდ მხიარულია, აქვს ძალიან კარგი იუმორის გრძნობა. მთლიანობაში, ვფიქრობ, ეს განსხვავებულობა კარგია. გარკვეულწილად, ვაბალანსებთ ერთმანეთს. ჩემი აზრით, ჩვენი ურთიერთობა საინტერესოა, ერთმანეთს ახალ რაღაცებს ვაწვდით და ინფორმაციას ვცვლით.

ქორწილს გეგმავთ?

ზაფხულში გავმართავთ ე.წ. "საქორწილო წვეულებას" – ყოველგვარი სუფრების, ყანწებისა და თამადების გარეშე. ნამდვილად არ იქნება "ვისია, ვისია, ქალი ლამაზი"-ს ტიპის ქორწილი. წვეულება აუცილებლად ღია ცის ქვეშ ჩატარდება. გვეყოლება დიჯეი და ამ დღეს, მეგობრებთან ერთად, მხიარულად აღვნიშნავთ.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება